ახალი ამბებისაზოგადოება

თბილისის მერია დიღომსა და ისანში 21 ოჯახს საცხოვრებელ ფართს 1 ლარად გადასცემს

თბილისის მერია დიდ დიღომში მცხოვრებ 21, ხოლო ისანში მცხოვრებ ერთ ოჯახს საცხოვრებელ ფართებს სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად გადასცემს, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, ბიუროკრატიული ბარიერების გამო, აღნიშნული მოქალაქეები წლების განმავლობაში ფართების დაკანონებას ვერ ახერხებდნენ.
„ამჯერად, დიდი დიღმის II მიკრორაიონში, კორპუსი N27ა-ში მცხოვრებ 21 ოჯახს საცხოვრებელი ფართები ერთ ლარად, სიმბოლურ ფასად გადაეცემა. ასევე, ისანში, მელაანის V შესახვევის N20-ში მცხოვრებ ერთ ოჯახს საცხოვრებელი ფართები ერთ ლარად გადაეცემა. მინდა მივულოცო მათ“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები