ახალი ამბებიმსოფლიო

“თავისთან წაიყვანოს, ჰოლივუდში” – იტალიის შს მინისტრის მატეო სალვინის აგდებული პასუხი რიჩარდ გირს მიგრანტების საკითხზე

რიჩარდ გირმა, რომელიც 9 აგვისტოს, ხმელთაშუაზღვაში, ესპანეთის საქველმოქმედო ორგანიზაციის გემზე მყოფ მიგრანტებს ეწვია, იტალიის მთავრობას მოუწოდა, რომ შეწყვიტოს ადამიანების დემონიზაცია და უკიდურეს გაჭირვებაში მყოფ 160 ადამიანს დახმარება აღმოუჩინოს. შეგახსენებთ, რომ უკვე ერთი კვირაა იტალიის მთავრობა გემს ქვეყნის ტერიტორიულ წყლებში შესვლის უფლებას არ აძლევს.
გირის პასუხად იტალიის ვიცე-პრემიერმა და შს მინისტრმა მატეო სალვინიმ მას მოუწოდა, რომ მიგრანტები თავისთან წაიყვანოს ჰოლივუდში.

“ჩვენ მადლობას ვუხდით ამ გულუხვ მილიონერს, რომელიც მიგრანტების ბედზე ღელავს. მას შეუძლია ისინი თავისთან წაიყვანოს, ჰოლივუდში, საკუთარი თვითმფრინავით და თავის ვილებში დაასახლოს. მადლობა რიჩარდ,” – ასე გამოეხმაურა სალვინი გირის მოწოდებას.

წყარო

კომენტარები
მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები