დავით ნემსაძე

თავდაცვის მინისტრის ცვლილება გარდაუვალია.

სამხედრო ანალიტიკური გადაცემა ,,აკვარიუმისთვის” მიწოდებული ინფორმაციით თავდაცვის მინისტრის ცვლილება სადღესასწაულო დღეების შემდეგ განხორციელდება და მინისტრ ლევან იზორიას, იმერეთის გუბერნატორი თადარიგის გენერალი შავლეგო ტაბატაძე ჩაანაცვლებს.

ხელისუფლებაში იზორიას მიმართ უნდობლობა ავღანეთში წაგებული არჩევნების შემდეგ აშკარა გახდა. საზოგადოებაში ლევან იზორიას მიმართ ნეგატიური განწყობა არასწორმა საკადრო პოლიტიკამ, და იზორიას მიერ საეჭვო ვითარებაში შეძენილმა უძრავმა ქონებამ (ფეშენებელურმა სახლებმა) გამოიწვია, ასევე დელტას ბაზაზე ფინანსურმა დარღვევებმა და ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსანთა დაწინაურებამ იზორიას სანდოობას საბოლოოდ დაუსვა წერტილი.

შავლეგო ტაბატაძე წინა ხელისუფლების დროს დათხოვნილი იყო შეიარაღებული ძალებიდან ინფორმაციას მისი შესაძლო თავდაცვის მინისტრად დანიშვნის შესახებ მიესალმება შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობა რაც არმიაში მისი პერსონის მიმართ ნდობით და პატივისცემით არის განპირობებული.

ჩვენ დავინტერესდით აღნიშნული ინფორმაციით და ჩვენი საშუალებებით დავიწყეთ მისი გადამოწმება აღმოჩნდა რომ იზორია აგრესიულად მოქმედებს მან თათბირიც კი მოიწვია სადაც სამხედრო პოლიტიკურ მმართველობას განუცხადა რომ აღნიშნულ ინფორმაციას ტაბატაძის გამინისტრების შემდეგ ნუ ავრცელებდნენ სოც ქსელი facebook- ის მეშვეობით.

ჩვენ მივიჩნევთ რომ იზორიას შეცვლა დაგვიანებულიც კია პოსტზე უდაოდ საჭიროა თავდაცვის სპეციფიკაში გარკვეული ყოფილი სამხედრო პირი რომლის რესურსიც ქვეყანას უდაოდ გააჩნია მთავარია მომავალ მინისტრს და საზოგადოებას შორის არსებობდეს დნობის ფაქტორი წინააღმდგეგ შემთხვევაში ცვლილებას მხოლოდ რუტინული ხასიათი ექნება და ის შედეგს არ გამოიღებს.

მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები