ახალი ამბებისაზოგადოება

თავდასხმა “რუსთავი2”-ის ჟურნალისტზე – დავით ერაძის საცხოვრებელ სახლს ესროლეს

თავდასხმა “რუსთავი2”-ის ჟურნალისტზე- დავით ერაძის საცხოვრებელ სახლს ესროლეს. დაზიანებულია სახლის კარი, ტყვიის მასრები კი აივანზე ყრია. ადგილზე გამოძახებულია საპატრულო პოლიცია. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა.

შეგახსენებთ,რომ დავით ერაძის ერთ-ერთი ბოლო სიუჟეტი მოჭიდავეების საქმის სკანდალს ეხებოდა. სწორედ დავით ერაძემ მოიპოვა ვიდეო-მასალა, რომელიც ევროპის ჩემპიონსა და ფედერაციის პრეზიდენტს შორის კონფლიქტს ასახავს, კადრებში ჩანდა, როგორ გაუსწორდა გეგა გეგეშიძე ევროპის ჩემპიონს

სიუჟეტის ეთერი გასვლის შემდეგ სამართალდამცველებმა გეგა გეგეშიძე დააპატიმრეს.

ტეგები
მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები