ახალი ამბებიგადაცემებიგანათლებათემურ სამხარაძესაზოგადოება

“თანამედროვე სამყაროში სტრესი ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ პრობლემად იქცა.” გვესაუბრება ახალგაზრდა რადიო წამყვანი და დამწყები ფსიქოლოგი თემურ სამხარაძე

გვესაუბრება ახალგაზრდა რადიო წამყვანი და ფსიქოლოგი თემურ სამხარაძე

გვესაუბრება ახალგაზრდა რადიო წამყვანი და ფსიქოლოგი თემურ სამხარაძე

ცნობილი კანადელი ფიზიოლოგის ჰანს სელიეს მიხედვით სტრესი, ჩვენი ცხოვრების თანმდევია და შეიძლება ითქვას, სასარგებლოც, რადგან ის ადამიანის მობილიზაციას და ცვალებად გარემოსთან შეგუებას უწყობს ხელს. მაგრამ თუ სტრესი ძლიერია და გრძელდება დიდხანს, ადამიანი ვერ ახერხებს ადაპტაციას/შეგუებას, რასაც ადამიანის ორგანიზში ფიზიოლოგიურ და ფსიქიკურ პრობლემებამდე მივყავართ. გაუფრთხილდით თავს გამოუვალი მდგომარეობა/სიტუაცია არ არსებობს! გახსოვდეთ რამდენადაც ძლიერი ხართ თქვენ შინაგანად იმდენად ძლიერია თქვენი ფსიქიკა სტრესთან/პრობლემასთან  ბრძოლისას.

   თანამედროვე სამყაროში სტრესი ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ პრობლემად იქცა მით უმეტეს იმ საუნუნეში სადაც ჩვენ გვიწევს ცხოვრება,სადაც მრავალი გამოწვევის წინაშე დგას ადამიანთა რასა. სტრესის მაღალ ფორმებს შეუძლიათ ადამიანი ფიზიკური, მენტალური, ემოციური მდგომარეობის მკვეთრად გაუარესებამდე მიიყვანონ. ხშირია შემთხვევები როდესაც ძლიერ სტრესი დეპრესიას, დაძაბულობას, ნაადრევ დაბერებას, გულის შეტევებს და ხშირად სიკვდილსაც კი იწვევს. ამიტომაც ძალიან მნიშვნელოვანია ვფლობდეთ მისი თავიდან აცილების გარკვეულ მექანიზმებს.
სტრესის სიმპტომების ამოცნობის მნიშვნელობა
როგორც წესი, პრობლემის მოგვარების პირველი ნაბიჯი იმ რეალობის გაანალიზებაა, რომელშიაც ვიმყოფებით. აუცილებელია თვალი არ დავხუჭოთ იმ სიმპტომებზე, რომლებზეც ქვემოთ ვისაუბრებთ და ვეცადოთ ვებრძოლოთ მათ.
სტრესი ჩვენი სხეულის დამცავი საშუალებაა, ეს ჩვეულებრივი ფიზიოლოგიური პასუხია ნებისმიერ უკონტროლო და პრობლემურ მოვლენაზე, რომელიც გზაზე გვხვდება. თუმცა რაღაც კონკრეტულ ზღვარს მიღმა სტრესი წყვეტს ჩვენს სასარგებლოდ მუშაობას და ზიანს აყენებს ჩვენს ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს.
არსებობს სტრესის სხვადასხვა სიმპტომები და თუ ფლობთ ამ სიმპტომთა უმეტესობას, მაშინ ნათელია რომ საჭიროა მდგომარეობიდან გამოსავალი ეძებოთ.
 
კოგნიტური სიმპტომები
კოგნიტური სიმპტომები წარმოადგენს სიმპტომთა ჯგუფს, რომლებიც კავშირშია ტვინის ეფექტურ მუშაობასთან. ეს სიმპტომები უშუალოდ ახდენენ გავლენას ჩვენს აზროვნებაზე, ყურადღების უნარზე, მეხსიერებაზე და პრობლემათა მოგვარების შესაძლებლობებზე. ყველაზე ხშირად აღმოჩენილ კოგნიტურ სიმპტომებს განეკუთვნებიან:
მეხსიერების პრობლემები;
გაფანტული ყურადღება, დაქვეითებული კონცენტრაციის უნარი;
აზროვნების პრობლემები;
უმიზეზო დაძაბულობა;
ემოციური სიმპტომები
ემოციური სიმპტომები ასოცირებულნი არიან ადამიანის გრძნობებთან. სტრესის დროს შეიმჩნევა შემდეგი ემოციური სიმპტომები:
ხასიათის ხშირი ცვლილება;
გაღიზიანებულობა;
უმიზეზო აღელვება;
დეპრესია;
ფიზიკური სიმპტომები
ასეთი სიმპტომები ფიზიკურ ტკივილსა და დისკომფორტში ვლინდება. სტრესით გამოწვეული ფიზიკური სიმპტომებიდან აღსანიშნავია:
ძლიერი თავის ტკივილი ან შაკიკი;
წელის ტკივილი;
ტკივილი გულმკერდის არეში;
ძილის რეჟიმის დარღვევა, უძილობა;
მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები