ახალი ამბებიგადაცემებითემურ სამხარაძე

“თანამედროვე სამყარო სიყვარულის დეფიციტშია” : თ.სამხარაძე

"თანამედროვე სამყარო სიყვარულის დეფიციტშია" : თ.სამხარაძე

საქართველოს რაღაც დიდი უბედურება შეჰყრია, შესაძლოა იმაზე მეტი, ვიდრე დაკარგული ტერიტორიები თუ სოციალური სიდუხჭირე. ერი გულგრილი გახდა ყველაფრისადმი და რაც ყველაზე საგანგაშოა, მას უდარდელობით გაჟღენთილი ამნეზია შეეყარა. საკუთარ ნაჭუჭში ჩაკეტილ ქართველთა დიდ ნაწილს აღარ აღელვებს სამშობლოს ბედი და ვერ აცნობიერებს იმას, რომ ასეთი დამოკიდებულებით ქვეყნისა და საკუთარი შვილების მომავალს უთხრის სამარეს. ყველაზე უდიდესი ტრაგედია კი ჩვენს დროში უსიყვარულობაა,ადამიანები გამომშრალები არიან სიყვარულისგან,გულრწფელობისგან,სიკეთის მოყვარეობისგან,თანაგანცდის უნარი დაუქვეითდათ,როგორ დაცემული იმუნიტეტი სეზონურ გრიპზე.

თანამედროვე სამყაროში სიყვარულის ნაკლებობა ძალიან შესამჩნევია. იოანე ღვთისმეტყველი ასწავლიდა თავის მოწაფეებს: “გიყვარდეთ ერთმანეთი, რადგან ღმერთი სიყვარულია”. ამ ფრაზის გაგებაც კი გაუჭირდება ზოგიერთს ამ ჩვენს დროში. ხშირად მესმის ფრაზები, ” რა ღმერთი,რის ღმერთი” , “რა სიყვარული აგიტყდა ამ საუკუნეში”, ვიღას აქვს სიყვარული ხომარ უბერავ!”, “კაი რაა ბიჭო სიყვარული არა ტოლმა.”და ა.შ.  ალბათ თქვენც ბევრი მსგავსი მოგისმენიათ. იცით? არ მიკვირს! ტექნიკაზე დამოკიდებულება პიკს აღწევს ვის რას სჭირდება შენი სიყვარული. გაჰკივიან სოციალიზაციაო! მაგრამ ზოგიერთების მოკლე ჭკუით სოციალიზაცია მხოლოდ ინტერნეტში უნდა მოხდესდა არა რეალურ სამყაროში,ვერ ხვდებიან ხანდახან რომ ინტერნეტი უბრალოდ საშუალებაა ადამიანის ემოციური დაცლისა და ორთქლის გამოშვებისა.

ახლა  არის დრო როდესაც ჩვენ გვიჭირს რეალურ ცხოვრებაში ემოციის გამოხატვა. მთავარი კომპონენტი მაინც ბედნიერების და სრულყოფილებისთვის არის სიყვარული! ამის მიხვედრა მარტივი როდია. სიმართლე გითხრათ ალბათ ძალიან ცოტას შეუცვნია ჭეშმარიტი სიყვარული.

ძალიან იშვიათად გამოხატული სიყვარული კი ძალიან სწრაფათ ქრება, ჩვენი ფსიქიკიდანაც,რადგან მას არ ვამტკიცებთ, დრო და დრო  საერთოდ უფერულდება და ქრება კიდეც. პირადად მე ბევრ ადამიანში მხოლოდ მომხმარებლური დამოკიდებულება შემინიშნავს რაც სიყვარულისგან მკვეთრად განსხვავებულია.

ეს პრობლემა ძალიან მაწუხებს მტკივა ქართველობის გულ გაციებული უსიყვარულობა. არ ვიცი რითი უშველო. ვცდილობ ჩემი ემოცია აქ ამ პატარა მონათხრობში ჩავატიო. როგორც ყოველთვის ზამთარს გაზაფხული მოსდევს…. მეც ამის იმედი მაქვს. არის შემთხვევები, როცა არაა საჭირო ხმამაღლა ლაპარაკი, მაგრამ არის შემთხვევებიც, როცა შემართებით უნდა ვაღიაროთ რა გვტკივა! რა გვაწუხებს!

ახლა კი პავლე მოციქულის სიტყვებს შეგახსენებთ სიყვარულზე :

კაცთა და ანგელოზთა ენებზეც რომ ვმეტყველებდე, სიყვარული თუ არა მაქვს, მხოლოდ მოჟღრიალე რვალი ვარ.

სხვა ყველაფერი რომ მქონდეს, ყველა საიდუმლოს რომ ვფლობდე და მქონდეს რწმენა ისეთი, რომ მთების დაძვრაც შემეძლოს, სიყვარული თუ არა მაქვს, არაფერი ვარ.

მთელი ჩემი ქონება რომ გავიღო გლახაკთათვის და დავძლიო ყველა ჩემი ხორციელი სურვილი, სიყვარული თუ არ მექნება, სარგებელი არაფერს აქვს.

სიყვარული მომთმენი და კეთილია. მას არ შურს და არც ქედმაღლობა და კვეხნა იზიდავს;

სიყვარული უხეში არაა და არც ეგოიზმთან ესაქმება რამე, ის არ მრისხანებს და არც ბოროტს იზრახავს.

სიყვარული სამართლიანია და მხოლოდ გულწრფელობასთან ერთად ჰპოვებს ბედნიერებას.

ის ყველაფერს ძლევს, იმედს არ კარგავს და არასოდეს ქრება.

სიყვარული არასდროს გაქრება, თუმცაღა წინასწარმეტყველებანი ჩაივლიან, ენები დადუმდებიან და ცოდნა თავის სარგებელს დაკარგავს.

სიყვარული სრულყოფილებაა და სადაც სრულყოფილებაა, იქ არასრულფასოვნება ქრება.

როდესაც ყრმა ვიყავი, ვსაუბრობდი, ვმსჯელობდი და ვფიქრობდი, როგორც ბავშვი, მაგრამ როცა ხანში შევედი, ზურგი ვაქციე ყოველივე ყრმობისდროინდელს.

და ახლა მხოლოდ სამი ყველაზე მნიშვნელოვანი რამ დამრჩა:

რწმენა, იმედი და სიყვარული და მათ შორის, ყველაზე მნიშვნელოვანი სიყვარულია.

კორინთელთა მიმართ ეპისტოლე

თ.სამხარაძე

ტეგები
მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები