ახალი ამბებისაზოგადოება

თამარ ჯაფარიძე, არასამთავრობო ორგანიზაცია “დედები აზარტული თამაშების წინააღმდეგ“-ის პრეზიდენტი

ვფიქრობ ჩვენმა საზოგადოებამ რეალური საფრთხის აღქმის უნარი დაკარგა და დაკავდა ნებით თუ უნებლიედ ,სხვისი საქმის ქექვით.ვინ რა ჩაიცვა,ვინ რას საქმიანობს,ვის ვინ უყვარს და ა.შ. არა და ქვეყანა თავზე დაგვექცა და დაგვენგრა.მოსახლეობის მესამედი მოთამაშეა,ყოველ კვირაში ახალგაზრდები გვეღუპებიან და ოჯახები მორალურად,სულიერად,ფინანსურად მიწასთან სწორდებიან.
უბედურება არ არის(,აბა რა ჰქვია ) ,გურჯაანში ,ერთ თვეში, 20_22 წლის,სიცოცხლით სავსე ახალგაზრდები საკუთარ სიცოცხლეს რომ განაჩენს გამოუტანენ.მიზეზი,წაგებული თანხა,გაუსაძლისი სულიერი დეპრესია და საზოგადოების გულგრილობა.ამ ოჯახებს უბედურების დღეებში მაჟორიტარი თვალითაც არ უნახავთ,არადა რამდენჯერ იქნება არჩევნების დროს მისული მათთან და ბრტყელ_ბრტყელ დაპირებები მიცემული.ან ,რომ მისულიყო რა ჰქონდა სათქმელი,რითი გამოხატავდა ამ ოჯახების თანადგომას,როცა განხილვებზე გასულ კანონპროექტს,აზარტულ თამაშობებზე ღილაკს ხელი არ დააჭირა.ბატონი მაჟორიტარი იმ 81 დეპუტატს შორის არის,ვინც ღილაკზე არც მწვანე და არც წითელი ფერი არ აირჩია.
სათქმელი და დასაწერი ძალიან ბევრია,მაგრამ ის,რაც მე გურჯაანში ვნახე ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა.
ქვეყანა ჩაძირულია ბეთების დამღუპველ ჭაობში. შოკი მომგვარა გურჯაანის “სამების” ტაძრის მღვდელმა,ძალიან მშვიდად უყურებს ცხვირწინ გახსნილ სადღე_ღამისო სამორინეს.
კანონი არ ზღუდავს სათამაშო ობიექტების ლიცენზირებას და სადაც უნდათ იქ ხსნიან და რამდენიც უნდათ იმდენ სათამაშო ობიექტის დაარეგისტრირებენ შპს_თ,რომ მოგების გადასახადებს თავი აარიდონ.ერთი მუჭა ხალხი ახალგაზრდების სიცოცხლის ფასად მდიდრდებიან და გაქსუებულ წურბელებს კვებავენ.
დროა გამოფხიზლების!

ტეგები
მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები