ახალი ამბებიმსოფლიო

ტერეზა მეი ევროკავშირს “ბრექსიტის” ვადის გახანგრძლივებას სთხოვს

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ ევროკავშირს სთხოვა, რომ „ბრექსიტი“ 2019 წლის 30 ივნისამდე გადაიდოს. თავდაპირველად ევროკავშირიდან დიდი ბრიტანეთის გასვლა 29 მარტს იგეგმებოდა, მოგვიანებით ამ თარიღმა 12 აპრილამდე გადაიწია იმის გამო, რომ ბრიტანეთის პარლამენტმა „ბრექსიტის“ პირობებთან დაკავშირებით შეთანხმების მიღწევა ვერ შეძლო და ტერეზა მეის შეთავაზებული პროექტი 3-ჯერ ჩააგდო.

ვადის გადაწევის შესახებ თხოვნას მეის მიერ ევროკავშირის პრეზიდენტის დონალდ ტუსკისთვის მიწერილი წერილი შეიცავს, მეის თქმით „ეს ჩიხური სიტუაცია არ შეიძლება გაგრძელდეს, რადგან ის ქმნის გაურკვევლობას და ზიანს აყენებს პოლიტიკისადმი ნდობას დიდ ბრიტანეთში“

„ბრექსიტის“ პირობების მთავარი სადავო საკითხს ირლანდიასა და ჩრდილოეთ ირლანდიას შორის საზღვარი წარმოადგენს. მეიმ არ გამორიცხა ისიც, რომ დიდი ბრიტანეთი ევროკავშირიდან შესაძლოა შეთანხმების გარეშე გავიდეს.

წყარო

მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები