ახალი ამბებიმსოფლიო

ტერაქტიდან 2 წლისთავზე სანკტ-პეტერბურგში აფეთქება მოხდა

სანკტ პეტერბურგის სამხედრო-კოსმოსური აკადემიის ტერიტორიაზე სამშაბათს აფეთქება მოხდა, რომლის შედეგადაც 4 ადამიანი დაშავდა.

პოლიციის ინფორმაციით, აფეთქება საბრძოლო მასალებთან გაუფრთხილებელმა მოპყრობამ გამოიწვია. გამოძიებას სამხედრო პროკურატურა აწარმოებს.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ 2 წლის წინ 3 აპრილს სანკტ პეტერბურგის მეტროში თვითმკვლელი ტერორისტის მიერ მოწყობილმა აფეთქებამ 16 ადამიანი იმსხვერპლა, თავად ტერორისტის ჩათვლით, დაშავდა 40ა დამიანი. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით განსასჯელის სკამზე 11 ადამიანი ზის. მათი სასამართლო პროცესი დღეს დაიწყო.

წყარო

მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები