ახალი ამბები

ტექნოლოგიური ინოვაცია – მიკროჩიპი, რომლის “გატეხვაც” შეუძლებელია

ციფრულ ტექნოლოგიებში კვანტური მიდგომების გამოყენება მსოფლიოს რევოლუციურ ცვლილებებს ჰპირდება. ამ მიმართულებით ერთერთი მნიშვნელოვანი წარმატებაა ისეთი მიკროსქემის შექმნა, რომლის საინფორმაციო და კომპიუტერულ ტექნოლოგიებში გამოყენება ჰაკერების მიერ მათ “გატეხვას” შეუძლებელს ხდის.
მიკროსქემის შემქმნელების განცხადებით, კვანტი ადამიანებს იდუმალი რამ ჰგონიათ, თუმცა ის მიკროსამყაროს ერთეულოვანი ობიექტია, ერთეულოვანი ატომი, ფოტონი. სწორედ ამის საფუძველზეა შექმნილი მიკროჩიპი, რომელიც წამში მილიონობით ბიტ ინფორმაციას ამუშავებს და მისი გამოყენება საბსებით შესაძლებელია როგორც მაღალტექნოლოგიურ მოწყობილობებში, ასევე ჩვეულებრივ სმარტფონებში. ისინი აცხადებენ, რომ მისი “გატეხვა” ფაქტიურად შეუძლებელია.

“ჩვენ ეს მიკროსქემა ჩართული გვაქვს იმდენად რთულ სისტემაში, რომ პრინციპში მიმდინარე ფიზიკური პროცესები მის გატეხვას შეუძლებელს ხდის. მართალია, რომ ამ ჩიპის პრაქტიკაში დანერგვას გარკვეული გართულება შეიძლება მოჰყვეს, შეიძლება გადამუშავება დასჭირდეს, მაგრამ ფაქობრივად ის უკვე ტექნოლოგიური ინოვაციაა,” – აცხადებენ მეცნიერები.

მიკროსქემაში შემთხვევითი რიცხვების გენერირება კვანტურ მოვლენების ფარგლებშ მიმდინარეობს. მიკროსქემის მუშაობას კი ლაზერების სპონტანური გამოსხივება უზრუნველყოფს. სწორედ ეს ხდის მას დაცულად.

აღსანიშნავია, რომ ამ პროექტს, ისევე როგორც სხვა არაერთი პროექტები ციფრულ ტექნოლოგიების უსაფრთხოების მიმართულებით, ევროკავშირის დაფინანსებით მიმდინარეობს.

ერთერთი მათგანია ე.წ. კვანტური ინტერნეტი, რომელიც ინფორმაციის გადაცემას კოდირებული ფოტონებით ახდენს. ასეთი ინფორმაციის “გადაჭერა” ფაქტიურად შეუძლებელია. მართალია ამ ინტერნეტის სრული ვაზა ჯერ მზად არ არის, მაგრამ პროექტის ავტორების განცხადებით, ეს მხოლოდ დროის საქმეა.

“ეს ჯაჭვი – ლაბორატორია, კვლევა ახალი მოწყობილობის შეფითვა და პოტენციურ კლიენტთან მიტანა, გვაჩვენებს პროგრესის მასშტაბს, რომლის პოტენციალიც ცხადზე-ცხადია და კვანტური ტექნოლოგიების წარმატებაზე მეტყველებს,” აცხადებენ მეცნიერები.

ევროკავშირი გეგმავს, რომ მაქსიმალურად შეუწყოს ხელი კვანტური ტექნოლოგიების ადამიანების ცხოვრების სხვა სფეროებში გამოყენებასაც.

წყარო

მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები