ახალი ამბები

სტუდია “არტ თაობის” მოსწავლეების შეცნობილი და შეუცნობელი სამყარო

25 მაისს, 16 საათზე, ელენე ახვლედიანის სახ. ბავშვთა სურათების გალერეა  (მისამართი: . აღმაშენებლის 136) მასპინძლობს სტუდია „არტ თაობის“ 4 დან 12 წლამდე მოსწავლეთა  ნამუშევრების (ფერწერა და გრაფიკა, პეიზაჟი,ნატურმორტი, პორტრეტი) გამოფენას 

ინფორმაციისთვის

  • სტუდია „არტ თაობის“ ხელმძღვანელი მაია კაკაბაძე -მხატვარი, საავტორო გადაცემის „კონსტრუქცია“ წამყვანი რადიო საქართველოს ხმა 107.9 -ზე
  • სტუდია „არტ თაობის“ მოსწავლეები უკვე 7 წელია სისტემატურად იღებენმონაწილეობას სხვადასხვა გამოფენა -კონკურსში, როგორცსაქართველოში, ასევე საზღვარგარეთ.
  • 2014 წელს თურქეთში  ქ. ალანიაში გამართულ ბავშვთაგამოფენა -კონკურსზე პირველი გრანპრი მოიპოვა სტუდიამ.
  • „არტ თაობა“ ფავორიტია მრავალი გამოჩენილი მხატვრის .
  • 2017 წელს “არტ თაობის” ოთხმა აღსაზრდელმა კორეელთა მიერ გამართულ ბავშვთა საერთაშორისო გამოფენა -კონკურსზე მოიპოვა ოქროს, ვერცხლის და ბრინჯაოს პრიზები, აიღეს გრანპრი დაასახელეს საქართველო.
  • 2018 წელს კი საპრიზო ადგილები უკვე სტუდიის შვიდმა მოსწავლემ დაიკავა.
  • 2019 წელს სტუდიას ბავშვთა საერთაშორისო კონკურსის 8 გამარჯვებული ჰყავს.
  • არტ თაობა სისტემატურად მართავს შემაჯამებელ  სემესტრულ ზამთრისა და ზაფხულის გამოფენებს, სადაც ყველა დაინტერესებულ და ხელოვნების მოყვარულ დიდს თუ პატარას შესაძლებლობა აქვს დაესწროს,ისიამოვნოს პატარების შემოქმედებით.
  • ამჯერად სტუდია არტ თაობის მოსწავლეების ნამუშევრების გამოფენა მოეწყობა 25 მაისს, 4 საათზე  ელენე ახვლედიანის სახ. ბავშვთა სურათების გალერეაში. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება მოსწავლეთა გრაფიკული და ფერწერული ნამუშევრები.
  • დაათვალიერეთ და იმოგზაურეთ პატარების მიერ დანახულ შეცნობილ თუ შეუცნობელი სამყაროს გარშემო
კომენტარები
მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები