ახალი ამბებისამართალი

სპეცოპერაცია ზესტაფონში – კრიმინალური ავტორიტეტის დაკავების კადრები

პოლიციამ ზესტაფონში ქურდული სამყაროს აქტიური წევრი, კრიმინალური ავტორიტეტი დააკავა.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ჩ.ქ. ზესტაფონში ერთ-ერთ მეწარმეს თავისი კრიმინალური ავტორიტეტის გამოყენებით, “ქურდული გარჩევის” გზით, ე.წ. “კანონიერი ქურდების” სასარგებლოდ, ბიზნესსაქმიანობიდან გარკვეული წილის დათმობას აიძულებდა.

პოლიციამ, დაკავებული ჩ.ქ.-ს ავტომანქანის ჩხრეკისას, “ტტ”-ს მოდელის ცეცხლსასროლი პისტოლეტი და 7 საბრძოლო ვაზნა ამოიღო.

წყარო

მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები