ახალი ამბები

სოფო ქაცარავა – ჩვენ ძალიან მშვიდ გარემოში ვატარებთ საარჩევნო კამპანიას, თუმცა პროვოკაციული ფონი არის საკმაოდ მძაფრი

ჩვენ ძალიან მშვიდ გარემოში ვატარებთ საარჩევნო კამპანიას, თუმცა პროვოკაციული ფონი არის საკმაოდ მძაფრი, ეს ხდება იმიტომ, რომ მშვიდი კამპანიის დისკრედიტაცია მოხდეს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, სოფო ქაცარავამ ზუგდიდში განაცხადა.

როგორც სოფო ქაცარავამ აღნიშნა, „ქართული ოცნების“ კანდიდატი გეგა შენგელია არის ღირსეული, საქმიანი და კომპეტენტური პიროვნება.

„აქტიური კომუნიკაცია გვაქვს ზუგდიდის მოსახლეობასთან და კეთილგანწყობა აშკარაა, მხარდამჭერების რაოდენობა არის მაღალი. ჩვენი ამოცანაა, რომ წინასაარჩევნო გარემო იყოს მშვიდი და ძალიან მშვიდ გარემოში ვატარებთ საარჩევნო კამპანიას, თუმცა პროვოკაციული ფონი არის საკმაოდ მძაფრი. ეს ხდება მხოლოდ იმიტომ, რომ მოხდეს მშვიდი კამპანიის დისკრედიტაცია და რა თქმა უნდა, შესაბამისმა უწყებებმა რეაგირება უნდა მოახდინონ. ჩვენი ამოცანაა, არა მხოლოდ ამ არჩევნების დროს, არამედ ყოველთვის ჩვენს წინასაარჩევნო კამპანიებში, რომ მშვიდ და სტაბილურ გარემოში მიმდინარეობდეს წინა საარჩევნო კამპანია, ეს უნდა იყოს უზრუნველყოფილი. ნებისმიერი შემთხვევის, ინციდენტის მიმართ უნდა იყოს რეაგირება, მაგრამ მე შემიძლია ვთქვა ჩემი დაკვირვებით ამ ხნის განმავლობაში, რომ ფაქტია, კამპანია ძალიან მშვიდ ვითარებაში ვატარებთ, თუმცა პროვოკაციებს ვხედავთ მარტო იმიტომ, რომ მოხდეს სურათის დისკრეტიტაცია“, – განაცხადა ქაცარავამ

კომენტარები
მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები