ახალი ამბებივიდეოსაზოგადოება

“სხვა დავწვი ის მიჭირს, თუ არა ჩემი თავი არ მიჭირს…” – ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, ხანძრის გამო 6 ოჯახი უსახლკაროდ დარჩა (ვიდეო)

ხანძარი ზუგდიდის მუნიციპალიტეტში – 4 სახანძრო სამაშველო ეკიპაჟი ცეცხლის ჩაქრობას დაახლოებით, ორი საათის განმავლობაში ცდილობდა.

ხანძრის მიზეზად, ელექტრო გაზ ქურაში გაჩენილი ცეცხლი სახელდება, საიდანაც ხანძარი გაზის ბალონზე გავრცელდა, რამაც აფეთქება გამოიწვია.

ძლიერი ცეცხლი საცხოვრებელ ოთახებს და სახლის სახურავსაც მოედო, საიდანაც ხანძარი სხვა სახლებზეც გავრცელდა.

სოფელ ონარიის დასახლებაში, 6 ოჯახი უსახლკაროდ დარჩა.

როგორც დაზარალებული აცხადებს, სახანძრომ ძალიან დააგვიანა.

“სახანძრომ 30 წუთი დააგვიანა, ყველაფერი დაიწვა და მერე მოვიდა” – ამბობს დაზარალებული.

წყარო

ტეგები
მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები