ახალი ამბებიპოლიტიკა

სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის საფრთხე ივანიშვილის სასამართლოს პირობებში – ოპოზიცია მაუწყებლობის შესახებ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს ეწინააღმდეგება

ეროვნული კომისიის საკანონმდებლო ინიციატივას, რომლის თანახმადაც მედიაში სიძულვილის ენა, ომის პროპაგანდა და არასრულწლოვნების მავნე ზეგავლენისგან დაცვა კანონმა უნდა დაარეგულიროს, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი თინა ბოკუჩავა გამოეხმაურა. ბოკუჩავას თქმით, აღნიშნული კანონს ხელისუფლება განსხვავებული აზრისა და თავისუფალი მედიის წინააღმდეგ გამოიყენებს. ერთ-ერთ საფრთხედ მიიჩნევებ იმასაც, რომ დარღვევების შემთხვევაში საქმე თვითრეგულირების ორგანოს ნაცვლად, სასამართლომ უნდა განიხილოს. ბოკუჩავას შეფასებით გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა იმ ფონზე, როდესაც სასამართლოს მთლიანად ბიძინა ივანიშვილი აკონტროლებს, ქვეყნისთვის განსაკუთრებული საფრთხის შემცველია:

„მარეგულირებელი ხშირ შემთხვევაში პოლიტიკურ გადაწყვეტილებას იღებს. პოლიტიკური დისკურსის ნაწილი ხდებიან და ხელისუფლების სასარგებლოდ ცდილობენ, მათ შორის საარჩევნო პროცესებში ჩართვას, რაც აბსოლუტურად მიუღებელია. თვითრეგულაცია უნდა იყოს განსაზღვრული ისე, რომ არ მოხდეს სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა, რაც დღეს საქართველოში, სადაც სასამართლო კონტროლდება ბიძინა ივანიშვილის მიერ, ეს კიდევ უფრო მაღალი საფრთხის შემცველია, ვიდრე ეს იქნებოდა დემოკრატიულ ქვეყანაში.“ – განაცხადა თინათინ ბოკუჩავამ.

წყარო

მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები