ახალი ამბები

სისხლიანი დარბევის პროტესტის ნიშნად პარლამენტის წევრმა თანამდებობა დატოვა

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, თამარ ხულორდავას თანაშემწემ, პროტესტის ნიშნად თანამდებობა დატოვა.
“ამ დარბევების შემდეგ, ბავშვები რომ დააბრმავეს, მეორე დღეს ველოდებოდი შესაბამის განცხადებებს ყველასგან, რომ ვერ მოვისმინე, უკვე დღის მეორე ნახევარში გადავწყვიტე, რომ აქ ვეღარ გავჩერდებოდი, ვეღარ ვიმუშავებდი. მე მინდოდა აქციებზე დგომა, მინდოდა, რომ ბატონი ირაკლი გადამდგარიყო, ბატონ ქუცნაშვილისთვის ჩამოერთმიათ მანდატი, მაგრამ მინდოდა, რომ ეს დროულად მომხდარიყო. ველოდი იმას, რომ ბევრი უნდა გადამდგარიყო და უარი ეთქვა თანამდებობებზე, პირველ რიგში, ველოდებოდი ჩემი ფავორიტი მინისტრისგან, ბატონი გახარიასგან, რომ გადადგებოდა ამ მოვლენების შემდეგ, რადგან ეს არ მოხდა, გადავდექი მე” – განაცხადა ქალბატონმა კირვალიძემ.

მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები