ახალი ამბებიპოლიტიკა

“სიკეთის კეთებაც რაღაც დანაშაულად გამოგყავთ… კაცს სამება აქვს აშენებული და მოხატვა თუ გადაწყვიტა ეს რა პრობლემაა?!”- კალაძე ივანიშვილის წინასაარჩევნოდ გააქტიურებაზე

ოპოზიციის განცხადებებს იმასთან დაკავშირებით, რომ წინასაარჩევნოდ ბიძინა ივანიშვილის გააქტიურება ამომრჩევლის მოსყიდვასა და გულის მოგებას უკავშირდება, თბილისის მერმა უპასუხა. კახა კალაძის თქმით, ბიძინა ივანიშვილს არჩევნებამდეც ბევრი სიკეთე აქვს ქვეყნისთვის გაკეთებული.

„ადამიანს სამი მილიარდი ლარი აქვს დახარჯული საქველმოქმედო პროექტებზე, რომელიც იფიციალურად არის დამტკიცებული. სამეგრელოში ჩავიდა მაშინვე არჩევნებს დაუკავშირეს. კაცს სამება აქვს აშენებული და მისი მოხატვა თუ გადაწყვიტა ეს რა პრობლემაა. ამდენ პროექტებს ახორციელებს და უკვე ისე იხატება ყველაფერი სიკეთის კეთებაც რაღაც დანაშაულად გამოგყავთ და მგონია, რომ არასწორია. პირიქით, ასეთი ქველმოქმედები , ასეთი ადამიანები მეტი სჭირდება ჩვენს ქვეყანას,“-განაცხადა კახა კალაძე.

წყარო

მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები