ახალი ამბებიმსოფლიოსოციალური მედია

სიკეთის 10 ფაქტი, რომელიც სოციალური ქსელების მეშვეობით გაკეთდა

1. ძაღლი დეიზის 7 ლეკვი ხანძრის დროს დაიღუპა. ცხოველი დეპრესიაში იყო და სავარაუდოდ ამ ტრაგედიას ვერ გადაიტანდა, რომ არა სოციალური ქსელი – დეიზის პატრონმა ძაღლის ფოტო ფეისბუქში გამოაქვეყნა, შესაბამისი კომენტარით, რაც ობლად დარჩენილი 8 ლეკვის პატრონმა ნახა…

ამჟამად დეიზი ბედნიერი დედობილია.

2. ტეხასის მცხოვრებმა დონატების მაღაზია გახსნა, თუმცა რამდენიმე დღე მის ობიექტში ფაქტიურად არავინ შესულა. “ჩემი მოწყენილი მამა” – თვითერში ამ სათაურით გამოქვეყნებულ ფოტოებს უამრავი ლაიქი ჰქონდა, ხოლო მამის მაღაზია მეორე დღესვე სტუმრებით აივსო.

3. ახალგაზრდა მამამ ინსტაგრამში გამოაქვეყნა ფოტო, თუ როგორ უცვლის თავის ჩვილ შვილს პამპერსს ტუალეტში. ფოტო კომპანია Pampers-მა ნახა და მთელი ამერიკის მასშტაბით 5 ათასი სპეციალური მაგიდა დაამონტაჟა, სადაც ბავშვისთვის საფენების გამოცვლა შეგეძლებათ.

4. ინგლისელი გოგონა ელსი აუტიზმითაა დაავადებული. ერთ დღეს მან საყვარელი კაბა დაკარგა. ის საშინლად განიცდიდა, თუმცა, ოჯახის მეგობრებმა კაბის ფოტოსურათი თვითერში გამოაქვეყნეს და გულისხმიერმა ადამიანებმ,ა მოახერხეს ელსისთვის ზუსტად ანალოგიური კაბის მოძებნა.

5. არაერთხელ ყოფილა, როდესაც სოცქსელში დადებულმა ვიდეომ ადამიანს პოპულარობა მოუტანა. ასე მოხდა სამხრეთ აფრიკელი ტაქსის მძღოლის შემთხვევაშიც. მისმა ერთმა მგზავრმა ჩუმად მისი სიმღერის ვიდეო გადაიღო და სოცქსელში გაავრცელა. ტაქსის მძღოლი აფრიკულ “ნიჭიერში” დაპატიჟეს და კეიპტაუნის ოპერაშიც მიიწვიეს მოსმენაზე.

6. მოქალაქემ ზღვის ნაპირზე ძვირად ღირებული ყურის პროთეზი დაკარგა, რომელიც მომენტალურად ზღვამ გაიტაცა. თუმცა, რამდენიმე დღის შემდეგ პროთეზი დამსვენებლებმა იპოვეს, ხოლო სანაპირო სამსახურმა ის ფეისბუქში გაავრცელა და პატრონმაც დანაკარგი დაიბრუნა.

7. გოგონა ქველმოქმედებისთვის ფულს აგროვებდა, რისთვისაც ქუჩაში ლიმონათს ყიდდა. მან სულ 9 დოლარის ივაჭრა, თუმცა, ეს ფულიც ქუჩის ხულიგნებმა მოპარეს. სოცქსელში ინფორმაციის გავრცელების შემდეგ გოგონას უკვე პოლიცია იცავდა, ხოლო დღიურმა ნავაჭრმა 300 დოლარს მიაღწია.

8. 18 წლის ბიჭუნას გართობისა და დასვენების პარკში უნდოდა სამუშაოზე მოწყობილიყო, მაგრამ მენეჯერებს მისი თმები არ მოეწონათ. აღშფოთებულმა დედამ ამის შესახებ პოსტი დაწერა და შვილის სურათიც დაურთო. პოსტს 20 000-ზე მეტი ნახვა ჰქონდა ხოლო ბიჭი ერთერთმა სამოდელო სააგენტომ აიყვანა სამსახურშ.

9. ამ ბიჭს ძალიან უნდოდა ჰავაიზე დასვენება, თიმცა შესაბამისი თანხები არ ჰქონდა. მან თვითერში ფეიქ-ვიდეო დადო, თითქოს ის სანუკვარ ადგილას იყო. ვიდეოს 600 000 ნახვა ჰქონდა, ხოლო ერთერთმა ავიაკომპანიამ ბიჭს მნგზავრობა დაუფინანსა.

10. დედას პატარა გოგონა საბავშვო ბაღში ერთიდაიგივე გზით დაჰყავდა. გზაში მათ უცნაური პატარა კარებიანი სათავსო ხვდებოდათ. ბავშვის კითხვაზე დედამ უთხრა, რომ იქ ფერიები ცხოვრობდნენ. მას შემდეგ ბავშვი მუდმივად ითხოვდა ენახა ფერიების სახლი. დედამ ეს ფაქტი სოცქსელში დაწერა. მას იმ სახლის პარტონი გამოეხმაურა და ერთობლ;ივი ძალებით დიდებმა ბავშვს შესანისნავი სიურპრიზი მოუწყეს.

წყარო

კომენტარები
მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები