ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოება

შვილმკვდარ მამებს პარლამენტთან მერიამ ელექტროენერგია და გათბობა დაუმონტაჟა

პარლამენტთან გაშლილ კარვებში თბილისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურმა ელექტროგაყვანილობა დაამონტაჟა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ აქციის მონაწილეებმა განუცხადეს, თბილისის მერიამ მათ ასევე გადასცა 4 ელექტროგამათბობელი, რომელიც პარლამენტის შენობის წინ განთავსებულ კარვებში დაიდგა. პარლამენტის შენობის წინ ამჟამად 6 კარავია განთავსებული, რომელშიც აქციის მონაწილეები ღამეს ათევენ.

პარლამენტის შენობის წინ შვილმკვდარი მამების აქცია 2 თვეზე მეტია მიმდინარეობს. ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი მათი შვილების მკვლელების დასჯას, ასევე ყოფილი და მოქმედი მაღალჩინოსნების პასუხისგებაში მიცემას მოითხოვენ. შვილმოკლული მამები აღნიშნავენ, რომ პარლამენტის შენობის წინ აქცია მხოლოდ მათი მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში დასრულდება.

წყარო: ipn.ge

კომენტარები
ტეგები
მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები