ახალი ამბებისამართალი

შსს-ს გენერალურმა ინსპექციამ 20 ივნისის აქციისას ცალკეულ სამართალდამცავთა მიერ უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტების შესწავლა დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 20 ივნისის აქციაზე, ცალკეულ სამართალდამცავთა მიერ უფლებამოსოლების შესაძლო გადამეტების შესწავლა შსს-ს გენერალურმა ინსპექციამ დაიწყო.
“გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ 20 ივნისის აქციისას ცალკეულ სამართალდამცავთა მიერ უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების (მათ შორის ჟურნალისტების მიმართ) ფაქტების შესწავლა შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ უკვე დაიწყო. აღნიშნული სამართალდამცავები აქციების დროს მართლწესრიგის დაცვასა და უსაფრთხოების უზრუნველყოფაში აღარ მონაწილეობენ” – ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

წყარო

მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები