ახალი ამბებისამართალი

შსს-მ ერაყის მოქალაქე ოჯახური ძალადობის ბრალდებით დააკავა.

ოჯახში ჩადენილი ძალადობის ბრალდებით ერაყის მოქალაქე, ამჟამად საქართველოში დროებით ბინადრობის უფლების მქონე 1976 წელს დაბადებული მ.შ. დააკავა.შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს სამსახური ავრცელებს. უწყების ინფორმაციით მ.შ. 30 აპრილს დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციას მიმართა და სახლიდან გაქცეული არასრულწლოვნი შვილების მოძებნაში დახმარება სთხოვა. იმავე დღეს, ძალოვან უწყებას ამ მოქალაქის არასრულწლოვანმა შვილებმაც მიმართეს და განაცხადეს, რომ მამა მათზე ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ძალადობდა. გამოძიება წინაწარი შეცნობით ორი ან მეტი არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილ ოჯახში ძალადობის ფაქტზე მიმდინარეობს.ჩადენილი დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები