ახალი ამბებისაზოგადოება

შშმ პირებისთვის განსაზღვრულ პარკირების ადგილზე ახალი რეგულაცია ამოქმედდება

საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი, რომლის მიხედვითაც, სატრანსპორტო საშუალების პარკირება შშმ პირის სატრანსპორტო საშუალებისათვის განსაზღვრულ პარკირების ადგილზე დაჯარიმდება 50 ლარით (ნაცვლად 10 ლარისა). ეს გაზრდილი ჯარიმა ძალაში 13 ივლისიდან შევა.
„შშმ პირებისთვის ადაპტირებულია ყველა ახალი ავტობუსი და მომავალში შეძენილი ყველა სატრანსპორტო საშუალება იქნება ასეთივე. რაც შეეხება სპორტს, თბილისის მერიას აქვს პარასპორტის განვითარების ცენტრი, რომელშიც სპორტის 15 სახეობაში 192 შშმ სპორტსმენი გადის მომზადებას. ამ ცენტრმა სერიოზული გავლენა იქონია ჩვენს პარასპორტსმენთა წარმატებაზე საერთაშორისო დონეზე, რაც პირადად ჩემთვის ნამდვილად სიამაყის საფუძველია. მათ მომავალშიც ჩვენგან ექნებათ მაქსიმალური მხარდაჭერა იმისთვის, რომ უფრო მეტად წარმატებულები იყონ. ამ თემაზე საუბრის დროს, უნდა შევეხო მნიშვნელოვან საკანონმდებლო ცვლილებას“- განაცხადა თბილისის მერმა.

მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები