ახალი ამბები

შპარგალკიანი და არაფხიზელი პედაგოგები მასწავლებელთა გამოცდაზე

მასწავლებელთა გამოცდაზე ორმა პედაგოგმა „შპარგალკა“ შეიტანა, ერთი კი არაფხიზელი მივიდა

                               2 მასწავლებელი შპარგალკით, ერთი კი არაფხიზელ მდგომარეობაში 

შეგახსენებთ, მასწავლებლის კომპეტენციის დადასტურების გამოცდები 10 ივლისს დაიწყო.

მასწავლებლის კომპეტენციის დადასტურების გამოცდებზე 2 მასწავლებელი შპარგალკით, ერთი კი არაფხიზელ მდგომარეობაში მივიდა.

“კომპეტენციის დასადასტურებლად დარეგისტრირებული აპლიკანტებიდან 10-11 ივლისს, სამივე სესიაზე, 81%-ზე მეტი გამოცხადდა. პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. იყო დაგვიანების 9 შემთხვევა. სესიებიდან 3 აპლიკანტი მოიხსნა. ორ შემთხვევაში მოხსნის მიზეზი დამხმარე მასალის გამოყენების მცდელობა გახდა, მესამე შემთხვევაში – არაფხიზელი მდგომარეობა”, – განაცხადეს  შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში

ჯერჯერობით მასწავლებლებმა  პროფესიულ უნარებში ჩააბარეს გამოცდა

მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები