ახალი ამბებისამართალი

შინაგან საქმეთა სამინისტრომ პროსტიტუციის ხელშეწყობის და პროსტიტუციისთვის ფართის გადაცემის ბრალდებით 5 პირი დააკავა.

დაკავებულია სასტუმრო “მამიდას” მფლობელი, 1960 წელს დაბადებული რ.ხ მეტსახელად “მამიდა”, ამავე სასტუმროს მოლარე 1972 წელს დაბადებული ზ.ქ, მეტსახელად სალომე და სასტუმრო “გოლდის” მფლობელი 1976 წელს დაბადებული ნ.დ. მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 2დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიება მიმდინარეობს პროსტიტუციის ხელშეწყობისა და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სასტუმროს ნომრების პროსტიტუციისთვის გადაცემის ფაქტებზე.

მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები