ახალი ამბები

შესაძლოა, პარლამენტმა ნიკა მელიას იმუნიტეტი შეუჩეროს

პარლამენტი ხვალ საკომიტეტო კომიტეტის მოსმენაზე ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის შეჩერებაზე იმსჯელებს.
საქართველოს პროკურატურამ, 20 ივნისის საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით, ნიკა მელიას წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო. უწყებამ პარლამენტს მიმართა.
“გენერალურმა პროკურატურამ, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, უკვე აცნობა საკანონმდებლო ორგანოს პარლამენტის წევრის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის შესახებ და მიმართა ბრალდებულის მიმართ პატიმრობის გამოსაყენებლად თანხმობის მიღების წინადადებით” – აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები