ახალი ამბებიპოლიტიკა

შესაძლო მუქარა ამომრჩეველზე – შსს-მ გამოძიება დაიწყო

“ევროპული საქართველოს“ მიერ გავრცელებულ მასალაზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

გახარიას უწყების პრესსამსახურში აცხადებენ, რომ მომხდარზე გამოძიება 151-ე მუხლით დაიწყო, რაც მუქარას გულისხმობს.

შს სამინისტროსში აღნიშნავენ, რომ ინციდენტში მონაწილე მხარეები ამ წუთებში ვერის პოლიციაში გამოკითხვაზე არიან გადაყვანილი.

“ევროპული საქართველოს“ერთ-ერთი ლიდერი ირმა ნადირაშვილი აცხადებს, რომ კრწანისის გამგებელი ვაკის გამგებელთან ერთად საარჩევნო უბანთან დგას და ცდილობს ზემოქმედება მოახდინოს ამომრჩეველზე.

ნადირაშვილმა ბრიფინგზე ვიდეო წარმოადგინა, სადაც „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი დავით იმნაძეა ასახული.

“ქართული ოცნების” აქტივისტი მე-17 საარჩევნო უბნის წინ ამომრჩევლებს ლადო კახაძის შემოხაზვისკენ მოუწოდებდა.

მას შემდეგ, რაც მამაკაცმა დაინახა, რომ მობილურით იღებდნენ სახეზე ხელები აიფარა და ვიდეოს გადამღების მისამართით გინება დაიწყო.

წყარო

მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები