ახალი ამბები

შეკვეთილში ჯარისკაცებით სავსე მიკროავტობუსი გადაბრუნდა

შეკვეთილში სამხედროებით სავსე მიკროავტობუსი გადაბრუნდა. მძიმედ დაშავდა 12 ჯარისკაცი. მიკროავტობუსს სამხედროები ბათუმიდან სენაკში, სამხედრო ბაზაზე გადაჰყავდა, როცა შეკვეთილის მონაკვეთზე მოსრიალდა და გადაბრუნდა.
დაშავებულები სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა ქობულეთის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები