ახალი ამბებისაზოგადოება

“შეიძლება საჭირო გახდეს რეგულაციების გამკაცრება” – ბექა ნაცვლიშვილი CO-ს დაგროვებით 7 პირის გარდაცვალებაზე საუბრობს

ქეთევან წამებულის 67 ნომერში, სადაც სავარაუდოდ CO-ს დაგროვების შედეგადაც 7 ადამიანი გარდაიცვალა, მმართველი გუნდის წევრი ბექა ნაცვლიშვილი მივიდა. დეპუტატი აცხადებს, რომ ბოლო პერიოდში მსგავსი შემთხვევები მომრავლდა, რაც იმის მიმანიშნებელია რომ რეგულაციები უნდა გამკაცრდეს.

„ეს ყველაფერი არის შესასწავლი. რეგულაციები არის ალბათ იმდენად მცირე, რომ შეიძლება საჭირო გახდეს ზოგადად რეგულაციების გამკაცრება. ამიტომ ეს არის კარგად შესასწავლი, რომ ვიზრუნოთ ისეთ რეგულაციებზე რომელიც პრევენციული იქნება ესეთი შემთხვევების. ეს არის ძალიან დიდი ტრაგედია. მოხშირდა ეს ყველაფერი ძალიან და არის რაღაც ხარვეზები რომელიც ხარვეზები არის გამოსავლენი და შემდეგ საჭირო რეგულაციები და ღონისძიებები გასატარებელი,“-განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.

ტეგები
მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები