ახალი ამბებიმსოფლიო

შეიარაღებულმა მამაკაცმა ოსლოს გარეუბანში მდებარე მეჩეთში ცეცხლი გახსნა

ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოს გარეუბანში მდებარე მეჩეთში შეიარაღებულმა მამაკაცმა ცეცხლი გახსნა. შედეგად ერთი, 72 წლის ადამიანი დაიჭრა. პოლიციის მისვლამდე თავდამსხმელი თავად მეჩეთში მყოფებმა დააკავეს.

თავდამსხმელს სხვადასხვა სახის სამი ცეცხლსასროლი იარაღი ჰქონდა თან.

მოგვიანებით, პოლიციამ 20 წლის ეჭვმიტანილის სახლის ჩხრეკისას ქალის ცხედარი აღმოაჩინა. სავარაუდოდ, ის დაკავებულის ნათესავია. გამოძიების ცნობით, თავდამსხმელი ნორვეგიის მოქალაქეა და ის მარტო მოქმედებდა. შესაბამისად მას 2 ბრალი წაუყენეს – მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობის მუხლებით.

დანაშაულის ერთერთ მოტივად პოლიცია ტერორიზმს არ გამორიცხავს. ოსლოს პოლიციის უფროსი აცახდებს, რომ ახალგაზრდა ქვეყანაში მიგრანტების ყოფნის წინაახმდეგია და ვიდკუნ კვისლინგის მიმდევარია – ნორვეგიელი პოლიტიკოსის, რომელიც ფაშისტურ გერმანიასთან თანამშრომლობდა მეორე მსოფლიო ომის დროს.

წყარო

კომენტარები
მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები