ახალი ამბები

შამონი-საფრანგეთის ალპები ეკა ესებუას ფოტო ობიექტივიდან

მაია ცომაიას ბლოგი     

 ეკა ესებუა ჟურნალისტი და ინგლისური ენის სპეციალისტია. ერთ დროს ჟურნალ “ბუმერანგის” გამომცემელი  უკვე ორი წელია ნიუორკში ცხოვრობს. მისი მშობლები ამერიკის მოქალაქეები არიან და მოითხოვეს ოჯახის გაერთიანება, ეკაც  სამი შვილით გადავიდა მათთან საცხოვრებლად. 

-მოგზაურობა შარშან დავიწყე იტალიით-. რომი, ვენეცია, პადოვა. ახლა პარიზი, შამონი მოვიარე და ამ პერიოდში დავეუფლე ფოტო ხელოვნებას. იმდენად ბედნიერი და “მოწამლული” ვარ მოგზაურობის სენით, მინდა ყველას ჩემი შთაბეჭდილებები გაგიზიაროთ

შამონი, საფრანგეთის ალპები.

პარიზიდან შამონიში მოსახვედრად საუკეთესო გზა შვეიცარია-ჟენევა აღმოჩნდა. ჩქაროსნული მატარებლით სულ სამი საათი დაგვჭირდა სამი ქვეყნის (საფრანგეთი, ბელგია, შვეიცარია) გადასაკვეთად. ჟენევაში სულ ერთი საათით გავჩერდით. მატარებლის სადგური ჟენევის ტბის ცნობილ შადრევანთან ახლოს მდებარეობს. იგი ერთ-ერთ ღირშესანიშნაობად ითვლება და  იმითაცა ცნობილი, რომ დიფ ფარფლის სიმღერა “The smoke on the water” სწორედ ამ ადგილის ინსპირაციის შედეგად დაიწერა. აქედან შამონი სულ ერთი საათის სავალზეა ავტობუსით. მიუხედავად იმისა, რომ იგი საფრანგეთის ტერიტორიად ითვლება, შამონი ამაყად იკავებს ჟენევის ღირშესანიშნაობათა ნუსხაში საამაყო ადგილს. იგი სამთო სათხილამურო კურორტია საფრანგეთის ალპებში, რომელიც ცნობილია მონბლანის მწვერვალით, დასავლეთ ევროპაში ყველაზე მაღალი წერტილით. დიდი საოცრება არის საბაგირო გზა,რომელსაც აყავხართ 3840 მ სიმაღლეზე, ეგიუი- დიუ-მიდის მწვერვალზე ( თუ სწორედ დავიმახსოვრე მისი სახელი), საიდანაც მონბლანი ძალიან ახლო ხედით შეგიძლია დალაშქრო.

საფრანგეთთან შედარებით შვეიცარიაში ფასები საგრძნობლად იწევს, ხოლო შამონიში კიდევ უფრო ორმაგდება, რასაც  პატარა შოკის შემდეგ ეგუები,სხვა რა გზა გაქვს…

ღამის შამონიში საოცრად ბარდნიდა, მარტის თვის მიუხედავად, ქალაქი საახალწლოდ იყო მორთულ მოკაზმული. პატარა ქუჩებში უამრავი ხალხი ირეოდა და ქუჩის მუსიკოსები სადღესასწაულო გარემოს ქმნიდნენ.  ფრანგები ლამაზები არიან არა მარტო გარეგნობით, არამედ სულიერადაც. ერთად ამ რაოდენობის  ცისფერთვალება, დახვეწილი ადამიანი  არ მინახია… ვიცი ახალს არ ვამბობ , მაგრამ ჩემს აზრს მაინც ვაფიქსირებ.

 

ალპებისთვის დამახასიათებელი სახლები …ყოველი კუთხე და კედელი იპყრობს ყურადღებას სტილითა და მორთულუბით. სამზარეულო: თითოეული კერძი ხელოვნების ნიმუშია… ყველისა და პურ- ფუნთუშეულის მრავალფეროვანი ასორტიმენტი დიდ გასტრონომიულ ინტერესს აღვიძებს ჩვენში. მერწუნეთ, მსგავს გემრიელობებს ვერსად ეზიარებით !  ნიუორკელი ამერიკელები იძახიან ფრანგები ცივი და რასისტი ხალხიაო, ამერკელები არ უყვართო. რამეს რომ შეეკითხები არაფრით გიპასუხებენ ინგლისურადო, თუმცა მე ასეთი განწყობა ვერ შევნიშნე, ალბათ იმიტომ რომ ქართული აქცენტი მაქვს და ამერკელად არავის მივაჩნდი. ძალიან ცოტამ იცის ინგლისური და უბრალოდ არ ესმით რას ეკითხები. თუმცა მე სულ მიღიმოდნენ… პარიზში სამი დღე დავყავით , თითქმის ყველა  ღირშესანიშნაობები დავათვალიერეთ , თუმცა ყველაზე დიდი ემოცია მაინც მონბლანის დალაშქვრამ გამოიწვია ჩემშიმსგავს საოცრებას და სილამაზეს იშვიათად ნახავ ცხოვრებაში… როგორც ფრანგები იტყვიან “ჟენიალ, მანიფიკ”  აი აქ აღიქვავ თუ რატომ იპყრობენ მთამსვლელები მწვერვალებს. არის  მომენტები, როდესაც  სიამოვნების ტრანსში შედიხართ. შამონი ალპების მთათა სისტემის რკალშია მოქცეული. მთები დასერილია სათხილამურო გზებით, თავისი უამრავი განშტოებებითა და საბაგირო გზებით. აუცილებლად გაგიელვებთ გულში და მოგინდებათ მსგავსი საოცრება თქვენს  ქვეყანასაც ამშვენებდეს. უღრუბლო ცაზე საოცარი ფერები გხვდებათ ობიექტივში, კარგი აპარატი და ხედვის რაკურსი   საოცარი  შერწყმაა მსგავსი ემოციების დასაფიქსირებლად .

განსაკუთრებით აღმაფრთოვანა ფერად პარაპლანებზე “ნადირობამ ჩემი ობიექტივით” 

კომენტარები
მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები