ახალი ამბები

საუდის არაბეთიდან გამოქცეული დები თავს საქართველოს აფარებენ

28 წლის მაჰა ალ-სუბაიე და 25 წლის ვაფა ალ-სუბაიე საუდის არაბეთიდან გამოიქცნენ და თავი თბილისს შეაფარეს. ისინი Twitter-ზე სპეციალურად შექმნილ ანგარიშზე-#georgiasisters სხვადასხვა ფოტოებსა და ვიდეოებს ავრცელებენ და დახმარებას ითხოვენ.
„ჩვენ საუდის არაბეთიდან ვართ. ჩვენ საფრთხეში ვართ. მხარდაჭერა გვჭირდება, რათა ხმა მოგაწვდინოთ, დაცვა გვჭირდება. გთხოვთ, დაგვეხმაროთ. საუდის არაბეთის მთავრობამ ჩვენი პასპორტები გააუქმა. ჩვენ ახლა საქართველოში ვართ.
ჩვენი მამა და ძმა საქართველოში ჩამოვიდნენ, რათა მოგვძებნონ. ჩვენ ოჯახში გვავიწროვებდნენ, საუდის არაბეთის სამართლებრივი კანონები ძალიან სუსტია, იმისათვის რომ ჩვენი უფლებები დაიცვას.
გაერთიანებული ერების ლტოლვილთა სააგენტოს დაცვა გვჭირდება, რათა უსაფრთხო ქვეყანაში ვიცხოვროთ.“-განაცხადეს საუდის არაებეთიდან გამოქცეულმა დებმა Twitter-ის სპეციალურ ანგარიშზე.

დებმა საქართველოს საზღვარი სარფში 1 აპრილს გადმოკვეთეს და ახლობლების დახმარებით თბილისში ჩამოვიდნენ. ამ დრომდე საუდის არაბეთიდან გამოქცეული გოგონების ბედით Human Rights Watch-ის აზიის ბიურო დაინტერესდა.
მათ სავარაუდოდ თავშესაფარი საფრანგეთს, თბილისში, საფრანგეთის საელჩოში სთხოვეს, თუმცა უარი მიიღეს, ახლა კი დახმარებისთვის სხვა ქვეყნებსა და გაეროს ლტოლვილთა სააგენტოს მიმართავენ. დებს იმედი აქვთ, რომ თავშესაფარს კანადაში მიიღებენ.

მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები