ახალი ამბებისაზოგადოება

“საცოდაობა იყო…ორი ანგელოზივით ბიჭის ფერფლი გადმოვიტანეთ დანახშირებული მანქანიდან” – რას ყვებიან საზარელი ავარიის თვითმხილველები

რამდენიმე დღის წინ, სოფელ ნოსირში საზარელი ავარია მოხდა, რამაც ორი ახალგაზრდა მამაკაცის – 21 წლის შოთა მაჩიტაძის და 25 წლის ვალერი თუშიაშვილის სიცოცხლე შეიწირა.

თვითმხილველები ყვებიან, რომ მსგავსი მასშტაბის ავარია და ცეცხლის ალში გახვეული ავტომობილები მანამდე არასდროს უნახავთ. არსებული ინფორმაციით, ორივე ავტომობილი გაზზე მუშაობდა, ამიტომ აფეთქება საკმაოდ მძლავრი აღმოჩნდა.

„რაც მე დავინახე, არასდროს დამავიწყდება. რამდენიმე წამში მოხდა აალება და მანქანები ცეცხლში გაეხვია. 200-300 მეტრიდან მეზობლებს ვედროებით წყალი მოგვქონდა, მაგრამ ვინ ჩააქრობდა ცეცხლის უზარმაზარ ენებს, რომლებშიც ავტომობილები და მასში მყოფი ადამიანები იყვნენ გახვეულნი?! საცოდაობა იყო. შველა გვინდოდა, მაგრამ აგიზგიზებულ ცეცხლს ვერავინ ვეკარებოდით“, – ყვება თვითმხილველი რომან ჩიტაია.

„ამ პერიმეტრზე გზის დაგების სამუშაობი მიმდინარეობს. ორი კვირის წინ გზა გადათხარეს და იმის შემდეგ არავინ გამოჩენილა. ეს თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავატომობილი გზა არის და მანქანები მაღალი სიჩქარით მოძრაობენ. აქ უნდა ყოფილიყო დამაგრებული საგზაო ნიშნები, რომ პერიმეტრზე საგზაო ინფრაქტრუქტურის სამუშაოები მიმდინარეობს და სვლა უნდა შეანელონ. სად ჰყავს საქართველოს დასაკარგი ბიჭები. ორი ანგელოზივით ბიჭის ფერფლი გადმოვიტანეთ დანახშირებული მანქანიდან“, – ამბობს ადგილობრივი მერაბ ჯინორია.

წყარო: პრაიმტაიმი

კომენტარები
ტეგები
მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები