ახალი ამბები

საჭიროა თუ არა სინჯის გაკეთება, როდესაც პაციენტი არ არის ალერგიული?

იყო თუ არა ანაფილაქსიური შოკი?

მაია ცომაიას ბლოგი

მე, როგორც სამედიცინო  გადაცემის – “პაციენტის დრო” ავტორი და  წამყვანი ვეხმაურები  რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში 18 წლის გოგოს გარდაიცვალების ფაქტს.

რთულია ადექვატური, დალაგებულ-დავარცხნილი რეაქციები და კომენტარის გაკეთება, მაშინ, როდესაც დედას შვილი უკვდება, დაუსრულებელი ტკივილია!

რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორის მოადგილის- დავით გოგოძის განცხადებით, გარდაცვალების მიზეზი ანაფილაქსიური შოკი გახდა, რომელიც ორგანიზმში ნოვოკაინის შეყვანისთანავე განვითარდა, ოპერაციის დაწყებამდე პაციენტს მედიკამენტებზე შესაბამისი სინჯი ჩაუტარდა. გარდაცვლილის ახლობლები და ოჯახის წევრები  აცხადებენ, რომ სიკვდილი, სავარაუდოდ, ნარკოზის დიდმა დოზამ გამოიწვია

ანესთეზიოლოგია საკმაოდ რთული პროფესიაა. ბევრს ანესთეზიოლოგები მხოლოდ “დამძინებლები” ჰგონიათ…
ანესთეზიის ინფორმირებულ თანხმობის ფურცელზე არის შესაბამისი ჩამონათვალი-გაუთვალისწინებელი შემთხვევებისა და რისკების-საინტერესოა, ამას თუ ვეცნობით საქართველოში…ალბათ ისე, როგორც ბანკებში სესხის აღებისას ხელშეკრულებებს, რომელიც მერე აღმოჩნდება აბდაუბდა და კაბალა!
ანაფილაქსიაც “ანესთეზიოლოგების კოშმარებიდან” ერთ-ერთია
1. მაინტერესებს რა საჭიროა სინჯის აღება, როდესაც პაციენტი არ არის ალერგიული… პირადი გამოცდილებიდან სტომატოლოგიასა და ქირურგიაში-არცერთი ანესთეზიის დროს არ გაუკეთებიათ ჩემთვის სინჯი, რადგან არ ვარ ალერგიული!
2. თუ “ალერგიული სინჯი” არ იცავს პაციენტს, თუ ალერგიული წარსულის არმქონე პაციენტს ამოწმებთ იმ მედიკამენტების გამოყენებაზე, რომელთანაც მას არანაირი შეხება არ ჰქონია, როგორც მსმენია,თეორიულად არსებობს შანსი, რომ სწორედ ამ შემოწმების დროს შეიძლება დაიწყოს ორგანიზმმა მზადება განმეორებითი კონტაქტისას თავდასაცავად. სწორედ განმეორებითი კონტაქტისას, საოპერაციოში, შესაძლოა განვითარდეს ანაფილაქსიური რეაქცია.

საჭიროა თუ არა სინჯის გაკეთება, როდესაც პაციენტი არ არის ალერგიული?-ეს ის კითხვაა, რომელიც პირველ რიგში გამიჩნდა. ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგმა ირაკლი გოგოხიამ ჩემს დასმულ შეკითხვას უპასუხა

გთავაზობთ უცვლელად:

Irakli Gogokhia Maia Tsomaia მოგესალმებით! სიტუაცია ჩვენს ქვეყანაში , როგორც ბევრ სხვა ინსტიტუციებში ,ანგაჟირებული და სკანდალიზირებულია არც მედიცინა ჩამორჩება ამ ამბავში. პირველ რიგში მინდა ვთქვა რომ ეგრედ წოდებულუ skin test ები, არასდროს არცერთ ნორმალურ ქვეყანაში , არასდროს პოპულარული არ ყოფილა და თანამედროვე მედიცინიდან საერთოდ ამოღებულია. საქართველოში გავრცელებული აზრი, რომ სინჯები უნდა გაკეთდეს არის თავად ექიმების და რეგულირების სააგენტოს ბრალი,  თითქოს ყველა ექიმი ამ გართულებისგან თავს იურიდიულად იცავს და ზუსტად აქ სცოდავს და ავრცელებს უეფექტო და მტკიცებულებებით გაუმყარებელ რაღაცას. ასევე კითხვას ბადებს ხშირ შემთხვევაში იყო თუ არა ანაფილაქსიური შოკი ! იმიტომ რომ ნებისმიერი შოკის მიმდინარეობის მექანიზმი ერთმანეთს ძალიან ჰგავს და გვამის გაკვეთის გარეშე ამის აფიშირება რთულია . ისე საინტრესო თემა იქნება თქვენი გადაცემისთვის

პს.  მიუხედავად უამრავი არაპროფესიონალიზმისა და მედიცინაში არსებული დარღვევებისა, მე მაინც წინააღმდეგი ვარ ექსპერტიზისა და დასაბუთების გარეშე ბრალი დავდოთ ექიმს!

 

 

ტეგები
მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები