ახალი ამბებისამართალი

სასამართლომ ”ყასტრანსგაზის” ორი თანამშრომელი პატიმრობაში დატოვა

დღეს საქალაქო სასამართლოში ”ყაზტრანსგაზის” თანამშრომლების სასამართლო პროცესი გაიმართა. საქმე ეხება იანვარში ,დიდ დიღომში მომხდარ აფეთქებას , რის დროსაც 4 ადამიანი გარდაიცვალა. სასამართლო „ყაზტრანსგაზის“ ორი თანამშრომელს ვაზიმ მამდოიანი და თორნიკე ტატიშვილს სამსახურეობრივ გულგრილობაში ედავება. დღეს სასამართლომ ორივე პიროვნება პატიმრობაში დატოვა.დაცვის მხარე მოსამართლის გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.

საქმის განხილვა სასამართლოში 2 მაისს გაგრძელდება.

ტეგები
მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები