ახალი ამბებისამართალი

სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სამ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის შუამდგომლობა და ირანის ისლამური რესპუბლიკის სამ მოქალაქეს ჩ.რ.-ს, ზ.მ.-ს და კ.ა.-ს, რომელთაც ბრალი აქვთ წაყენებული დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვისა და გასაღებისთვის, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

გამოძიებით დადგინდა, რომ ჩ.რ.-მ და ზ.მ.-მ. წინასწარი შეთანხმებით, შემდგომი გასაღების მიზნით უკანონოდ შეიძინეს და შეინახეს დიდი ოდენობით 0.2294 გრამი ნარკოტიკული საშუალება „მდმა”-ს (3.4 – მეთილენდიოქსიმეტამფეტამინი) შემცველი ნივთიერება ფხვნილისა და გრანულების სახით და 2018 წლის 25 აგვისტოს, ზუგდიდის რაიონის, სოფელ განმუხურში, ელექტრონული მუსიკის ფესტივალ ,,ECHO WAVES”-თვის განკუთვნილ ტერიტორიაზე, 350 ლარის სანაცვლოდ უკანონოდ გაასაღეს ფესტივალის ერთ-ერთ მოქალაქეზე, რაც იმავე დღეს საქართველოს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის გამომძიებლის მიერ იქნა ამოღებული.

რაც შეეხება მესამე ბრალდებულ კ.ა.-ს, მან შემდგომი გასაღების მიზნით უკანონოდ შეიძინა და შეინახა დიდი ოდენობით 0.0158 გრამი ნარკოტიკული საშუალება „მეტამფეტამინის” შემცველი 3 ცალი ტაბლეტი, რაც 2018 წლის 25 აგვისტოს, ზუგდიდის რაიონის სოფელ განმუხურში, ასევე ელექტრონული მუსიკის ფესტივალის ,,ECHO WAVES”-ის მიმდინარეობისას, 280 ლარის სანაცვლოდ უკანონოდ გაასაღა ერთ-ერთ მოქალაქეზე, რაც იმავე დღეს საქართველოს შს სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის გამომძიებლის მიერ იქნა ამოღებული.

2018 წლის 27 აგვისტოს ჩ.რ-ს. და ზ.მ.-ს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე და მეხუთე ნაწილებით წარედგინა (წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვა და გასაღება), ხოლო კ.ა.-ს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე და მეხუთე ნაწილებით წარედგინა (დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვა და გასაღება);

სისხლის სამართლის საქმეზე გრძელდება გამოძიება, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტრო აწარმოებს.

წყარო

ტეგები
მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები