ახალი ამბებისამართალი

სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილის საჩივარი არ მიიღო და ის პატიმრობაში რჩება

ირაკლი ოქრუაშვილის საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლომ დაუშვებლად ცნო. თავდაცვის ყოფილი მინისტრის ადვოკატი აღკვეთის ღონისძიების სახით, წინასწარი პატიმრობის შეფარდებას ასაჩივრებდა.
“გამარჯვებული საქართველოს” წევრის კოტე კემულარიას თქმით, ხელისუფლება სახიფათო პრეცედენტის პრაქტიკას ქმნის.

„ეს არის ძალიან სახიფათო პრეცედენტი, პრაქტიკა, რასაც ეს ხელისუფლება ქმნის, რომ ასეთ რეზონანსულ საქმეზე, რომელშიც პრაქტიკულად არაფერია ნათქვამი გარდა პოლიციელების ჩვენებისა, რომლებიც დაპატიმრების წინა დრეს გამოაცხობინეს ამ მაღალჩინოსნებს, პოლიციელებს, და კადრი რომელიც ნახა, იქ წითელი ისრის გარდა იქ საინტერესო არაფერი არ არის, არა თუ ტალღა, მეტი სხვა არაფერი. საერთოდ არ განიხილეს. არც არგუმენტები განიხილეს, არც რაიმე მტკიცებულებები ან საერთოდ არსებობს თუ არა რამე სარწმუნო ერთობლიობა, საერთოდ არ იმსჯელეს ამაზე. აბა რისთვის არსებობს სააპელაციო სასამართლო” – აღნიშნა კემულარიამ.

წყარო

კომენტარები
მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები