ახალი ამბები

სასამართლომ 20-21 ივნისს დაკავებული 55 პირი გაანთავისუფლა

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ინფორმაციით, 20-21 ივნისის მოვლენებისას დაკავებული 61 პირიდან, 55 პირი გათავისუფლდა.
„თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში წარმოდგენილი იქნა 61 პირის სააპელაციო საჩივარი. რიგ შემთხვევაში, სასამართლომ ჩათვალა, რომ მათი მხრიდან ადგილი ჰქონდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს, თუმცა შეამცირა განსაზღვრული სახდელი, ზოგ შემთხვევაში შეწყვიტა საქმისწარმოება, ზოგ შემთხვევაში კი დაუშვებლად ცნო და განუხილველი დატოვა სააპელაციო საჩივარი. საბოლოოდ, თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით 55 პირი გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან. ერთი პირი კი, რომელსაც თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის გადაწყვეტილებით შეუმცირდა ადმინისტრაციული სახდელი, დღეს გათავისუფლდება დროებითი მოთავსების იზოლატორიდან” – აღნიშნულია განცხადებაში.

მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები