ახალი ამბებიპოლიტიკა

„საქარველოში ასეთი არჩევნები მეტი აღარ უნდა ჩატარდეს ამ სტანდარტით“

საქართველოში არჩევნები ამ სტანდარტით მეტი აღარ უნდა ჩატარდეს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

ქვეყნის პირველმა პირმა გუშინ ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური შეაფასა და აღნიშნა, რომ შეშფოთებულია დემოკრატიული ხარისხის მკვეთრი ვარდნის გამო.

„გუშინდელ არჩევნებზე დაკვირვებით და სადამკვირვებლო ორგანიზაციების შეფასების ანალიზის საფუძველზე, მინდა შეშფოთება გამოვხატო მეორე ტურში დემოკრატიული ხარისხის მკვეთრი ვარდნის თაობაზე და ერთმნიშვნელოვნად ვთქვა, რომ საქარველოში ასეთი არჩევნები მეტი აღარ უნდა ჩატარდეს ამ სტანდარტით“, – აღნიშნა მარგველაშვილმა.

ამასთან, საქართველოს პრეზიდენტმა ქვეყნის მოსახლეობას არჩევნებში აქტიური მონაწილეობისათვის მადლობა გადაუხადა.

წყარო: ipn.ge

კომენტარები
ტეგები
მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები