ახალი ამბებისაზოგადოება

საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატა „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატა „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ეროვნული ბანკი, როგორც ჩანს, გვერდს უვლის მიღებულ სამართლებრივ ნორმებს, როდესაც მოითხოვს, რომ „თიბისი ბანკის“ აქციონერებმა შეაჩერონ თავმჯდომარისა და თავმჯდომარის მოადგილის უფლებამოსილება სათანადო სამართლებრივი პროცედურის გარეშე.

„როგორც წესი, საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატა თავს არიდებს კომენტარის გაკეთებას მიმდინარე გამოძიებასთან მიმართებაში, თუმცა საგანგებო გარემოებების გათვალისწინებით, რომელიც თან ახლავს ამ სიტუაციას, მივიჩნევთ, რომ საჭიროა საჯარო განცხადების გაკეთება.

„თიბისი ბანკი“ ბატონ ხაზარაძესა და ბატონ ჯაფარიძეს ხელმძღვანელობის ქვეშ 15 წელია, რაც ამერიკის სავაჭრო პალატის მნიშვნელოვანი წევრია. გარდა ამისა, „თიბისი ბანკი“ საქართველოს ეკონომიკისა და რეგიონის ერთ-ერთი წამყვანი სვეტია და მისი ლონდონის საფონდო ბირჟაზე განთავსება მას საქართველოს წარმატების კაშკაშა მაგალითად აქცევს.

ეროვნული ბანკი, როგორც ჩანს, გვერდს უვლის მიღებულ სამართლებრივ ნორმებს, როდესაც მოითხოვს, რომ „თიბისის“ აქციონერებმა შეაჩერონ თავმჯდომარისა და თავმჯდომარის მოადგილის უფლებამოსილება სათანადო სამართლებრივი პროცედურის გარეშე. როგორც ასეთი, ამერიკის სავაჭრო პალატა პატივს სცემს „თიბისის“ უფლებებს, მათ შორის მისი უფროსი მენეჯმენტის უფლებებს, გამოიყენონ სასამართლო პროცედურები უდანაშაულობის პრეზუმფციის შესაბამისად.

ამერიკის სავაჭრო პალატა ასევე აღიარებს ეროვნული ბანკის მარეგულირებელ როლს და გენერალურ პროკურატურასთან ერთად ნებისმიერი შესაძლო დარღვევების გამოძიების აუცილებლობას. ამასთან დაკავშირებით, ჩვენ მივესალმებით „თიბისის“ შეთავაზებას სრული გამჭვირვალეობის თაობაზე, რომლითაც ის მზად არის შესაბამის სახელმწიფო უწყებებს მიაწოდოს ყველა შესაბამისი დოკუმენტაცია. ჩვენ მხარს ვუჭერთ სპეციალური სამთავრობო ან საპარლამენტო კომისიის შექმნას, რათა დაჩქარდეს საგამოძიებო პროცესი.

რაც მთავარია, მოვუწოდებთ ყველა მხარეს განაგრძონ მუშაობა ამ საკითხის დროული, სამართლიანი და გამჭვირვალე გადაწყვეტისთვის. სხვაგვარად, მიმდინარე, ძალიან საჯარო დავა გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს საქართველოს ეკონომიკას, რეპუტაციასა და სამომავლო პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს“, – აღნიშნულია განცხადებაში.

წყარო

კომენტარები
ტეგები
მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები