ახალი ამბები

საქართველოს წარმატებული ადამიანების დაჯილდოების ცერემონია – პერსონა 2019

ყოველწლიური პროექტი

საქართველოს წარმატებული ადამიანების დაჯილდოების ცერემონია

პერსონა 2019

ჯილდოვდებიან ბიზნეს, საჯარო და არასამთავრობო სექტორში მოღვაწე წარმატებული ადამიანები

ცერემონიის გამართვის ადგილი: საქართველო, თბილისი, სასტუმრო ‘შერატონ მეტეხი პალასი

პროექტის წარდგენა-პრეზენტაცია  მოხდება  29 მაისს, რესტორან -კომპლექს პატრიოტში

წითელი ხალიჩა, ფოტოგრაფები,   ტელევიზიები,  შოუ პროგრამა, ნომინანტების წარდგენა

ხოლო დაჯილდოების  ცერემონია გაიმართება სასტუმრო შერატონ მეტეხი პალასში 22 დეკემბერს

 

 

დაჯილდოების პრინციპი და შერჩევის კრიტერიუმები:

საქართველოს წარმატებული ადამიანების დაჯილდოების ცერემონია პერსონას მთავარი კრიტერიუმი გახლავთ ყოველწლიურად ქვეყანაში წარმატებული 50 ადამიანის გამოვლენა რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:

  1. სოციალურად აქტიური/ქველმოქმედება
  2. ხარისხის განვითარება
  3. ნოვატორობა
  4. პროფესიონალიზმი
  5. საზოგადოების მხრიდან აღიარება
  6. სამოქალაქო აქტივობა
  7. სფეროს განვითარებაზე ზრუნვა
  8. ეროვნულობა/ტრადიციულობა
  9. რეფორმების განხორციელება

 

ჯილდოვდებიან  კულტურისა და ხელოვნების, სამოქალაქო, საჯარო, საგანმანათლებლო, სამედიცინო, ბიზნესისა და სხვა სფეროს წარმომადგენლები, ასევე ეპოქის მსახიობები, რეჟისორები, მხატვრები, მოცეკვავეები, მომღერლები, მუსიკოსები, მწერლები  და სპორტსმენები.

ინფორმაციისთვის:
საქართველოს წარმატებული ადამიანების დაჯილდოების ცერემონია პერსონას დიპლომს მოჰყვება უნიკოდი, რომელიც აღიარებულია სახელმწიფოს მიერ
საქართველოს წარმატებული ადამიანების დაჯილდოების ცრემონია პერსონას ფარგლებში გამოდის კატალოგის პირველი ტომი სახელწოდებით “საქართველოს ოქროს სახელები”, რომლის მიზანია-“გააგრძელე შენი ისტორია”. მასში ავტომატურად შევლენ წარმატებული და აღიარებული პიროვნებები

 საქართველოს წარმატებული ადამიანების დაჯილდოების ცერემონია პერსონას სახელობითი ტიტულები:

  1. საუკუნის პერსონა
  2. ბრენდ პერსონა
  3. პერსონა-მედიცინის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის
  4. პერსონა-განათლების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის
  5. პერსონა-ბიზნესის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის
  6. პერსონა-კულტურასა და ხელოვნების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის
  7. პერსონა-სამოქალაქო და საჯარო სექტორის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის
  8. პერსონა-ქველმოქმედებაში შეტანილი წვლილისთვის
  9. პერსონა-მედიის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის
  10. პერსონა-რეგიონის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის

 საქართველოს წარმატებული ადამიანების დაჯილდოების ცერემონია პერსონას ორგანიზატორები:

ორგანიზაციები: „ქართული განათლება“ და „ქართული გვარები“

საქართველოს წარმატებული ადამიანების დაჯილდოების ცერემონია პერსონას ფარგლებში გამოდის ჟურნალ „თქვენი სახე“-ს სპეციალური ნომერი და კატალოგი „საქართველოს ოქროს სახელები“

საქართველოს წარმატებული ადამიანების დაჯილდოების ცერემონია „პერსონა“-ს ესწრება 600-ამდე სტუმარი

პროექტის ოფიციალური მხარდამჭერები:

ევროპის ჟურნალისტთა ასიციაცია: European Association of Journalists და Worrld Ja Associacion, პროექტის სამართლებრივ უზრუნველყოფასა და მხარდაჭერას უწევს საქართველოს იურისტთა უმაღლესი სკოლა, საქართველოს სამართლის ჰოლდინგი, ევროპული განათლების აკადემია ბიდისი, დემოკრატ ქალთა მოძრაობა,  კონსტიტუციურ უფლებათა დაცვის ორგანიზაცია, კოსმეტიკური კომპანია „უბერ+ტრინა“, პრივატ მედიკალ გრუპი.

ოფიციალური მედია პარტნიორები:

ონლაინ პლატფორმა factnews.ge და მაღალპოლიგრაფიული ჟურნალი „თქვენი სახე“, რომელიც სპეციალურ ნომერს უძღვნის ცერემონიას და პროექტში მონაწილე პირებს.

საინფორმაციო მხარდამჭერები:

 

პროექტის ორგანიზატორები:

იოსებ კავკავაშვილი- ჟურნალისტი. პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციების მაგისტრი. გაზეთების ახალი შვიდი დღე“ და ხვალინდელი დღე“ ჟურნალისტი, გაზეთ ობიექტივი“-ს რედაქტორი, საერთაშორისო გამოცემა კავკასუს თაიმსი“-ს მთ რედაქტორი, საქართველო ამერიკის საერთაშორისო ფონდის საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი, ონლაინ პლატფორმა factnews.ge- (ფაქტნიუს.ჯი) რედაქტორიორგანიზაცია ქართული განათლები“-ს დირექტორი. საქართველოს წარმატებული ადამიანების დაჯილდოების ცერემონიალ „პერსონა“-ს იდეის ავტორი  

ინგა სიორიძე-  დიპლომატი, იურისტი, პოლონელი მწერლის მათეუშ პენიონჟეკის ლექსების მთარგმნელი, სცენარისტი, ნოველისტი, პოეტი, ხატმწერი,  ვოკალისტი, რეგენტი,   ქორეოგრაფი, მუსიკალური პროდიუსერი,  კომპანია თქვენი სახე-ს დირექტორი, ორგანიზაცია ქართული გვარების პრეზიდენტი.

 

მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები