ახალი ამბები

საქართველოს თმის აღდგენის საზოგადოების  პირველი საერთაშორისო კონგრესი

მეტი ინფორმაცია თმის აღდგენის პროცედურებსა და დიაგნოსტიკურ მეთოდებზე

 

19-20 ოქტომბერს, 11 საათიდან სასტუმრო “ჰოლიდეი ინნ თბილისი” უმასპინძლებს საქართველოს თმის აღდგენის საზოგადოების  პირველ საერთაშორისო კონგრესს

მაია ცომაიას ბლოგი 

თმის აღდგენითი ქირურგიის საერთაშორისო საზოგადოება გახლავთ გლობალური სამედიცინო ასოციაცია, რომლის წევრი ათასზე მეტია  70-ამდე ქვეყნიდან

“ჩვენ გვაქვს სურვილი საქართველო საერთაშორისო და განვითარებული მსოფლიოს ნაწილი გახდეს. აქედან გამომდინარე  2018 წელს დაარსდა საქართველოს თმის აღდგენის საზოგადოება, რომლის ფარგლებშიც ვეცდებით საზოგადოებას მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ, როგორც თმის ცვენის, მის გამომწვევ მიზეზებზე, ასევე თმის აღდგენის პროცედურებსა და დიაგნოსტიკურ მეთოდებზე”-აღნიშნავს მედიცინის დოქტორი, პროფესორი ალექსი მახარაშვილი.

 ალექსი მახარაშვილი-თმის აღდგენითი ქირურგიის საერთაშორისო საზოგადოების წევრი, საქართველოს თმის ტრანსპლანტოლოგიის და ტრიხოლოგიის ასოციაციის დამფუძნებელი, კლინიკა “დეამედი”-ს სამედიცინო საქმიანობის ხარისხის კონტროლის ხელმძღვანელი და წამყვანი ქირურგი.

ალექსი მახარაშვილი:-საქართველოს თმის აღდგენის საზოგადოების დაარსება მიზნად ისახავს  შეიქმნას თმის, თავის კანის დაავადებების დიაგნოსტიკისა და მკურნალობის მსოფლიო სტანდარტების შესაბამისი სისტემა, დაიცვას პაციენტების ინტერესები, ხელმისაწვდომი გახადოს საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებისათვის თმის აღდგენითი მედიცინის დარგში არსებული სამედიცინო პროცედურები და ხელი შეუწყოს საზოგადოების ინფორმირებულობის ამაღლებას. სწორედ ამიტომ 19-20 ოქტომბერს გაიმართება საქართველოში პირველი თმის აღდგენის საზოგადოების  საერთაშორისო კონგრესი. კონგრესის მთავარ იდეას წარმოადგენს პროფესიონალი კადრების წახალისება, საერთო გამოცდილების, პრაქტიკის, ახალი ტექნოლოგიებისა და მიდგომების გაზიარება სხვადასხვა ქვეყნის პროფესიონალ ექიმებთან ერთად.

კონგრესის მუშაობაში მონაწილეობას იღებენ დერმატოლოგები, ტრიქოლოგები, ენდოკინოლოგები, ზოგადი ქირურგები, პლასტიკური ქირურგებიონკოლოგები და გინეკოლოგები. წარმოდგენილია სპიკერები ექვსი ქვეყნიდან.

 

კონგრესის ჩატარების ადგილი

სასტუმრო “ჰოლიდეი ინნ თბილისი”, 26 მაისის მოედანი N1

 

 

 

კომენტარები
ტეგები
მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები