ახალი ამბებიბიზნესი

„საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა“ და „ვიონი საქართველოს“ შორის სტუდენტების სტაჟირების, დასაქმებისა და პროფესიული განვითარების ხელშეწყობის თაობაზე ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა (სტუ) და მობილურ ოპერატორს „ვიონი საქართველო“ („ბილაინი“) შორის, სტუდენტების სტაჟირების, დასაქმებისა და პროფესიული განვითარების ხელშეწყობის თაობაზე ურთიერთთანამშრომლობის მემორამდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი მოაწერეს სტუ-ს რექტორმა, აკადემიკოსმა არჩილ ფრანგიშვილმა და „ვიონი საქართველოს“ გენერალურმა დირექტორმა, ანჯეი მალინოვსკიმ.

ხსენებული მემორანდუმის მიზანია სტუ-ს სტუდენტების დახმარება პროფესიული უნარების განვითარებაში, მათი დასაქმების ხელშეწყობა და კომპანიისთვის მომავალი საკადრო რეზერვის შექმნა. თანამშრომლობის ფარგლებში შესაძლებელია ერთობლივი ღონისძიებების, შეხვედრებისა და ტრენინგების მოწყობა, ისევე როგორც სემესტრალური პრაქტიკისა და სტაჟირების ორგანიზება.

წყარო

ტეგები
მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები