ახალი ამბები

საქართველოს სამხრეთ გამშვებ პუნქტებში არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს

9 ივნისიდან 1 ივლისის ჩათვლით, საბაჟო გამშვებ პუნქტში „სადახლო-საავტომობილო“ და ,,წითელი ხიდი“, არადეკლარირებული სიგარეტის ქვეყნის საზღვარზე კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტები აღიკვეთა. ჯამში 22,260 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-14 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს, ჩამოერთვათ საქონელი, და სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, 1100 ლარის ოდენობით შეეფარდათ. ხოლო, 19 ივნისს, სგპ სადახლო-საავტომობილოზე აღმოჩენილი სამართალდარღვევის საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.

მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები