ახალი ამბებიმსოფლიო

საქართველოს რობოტიკის გუნდმა, რომელმაც მექსიკაში მესამე ადგილი აიღო, რობოტი გზაში დაკარგა

გუშინ გავრცელებული სასიამოვნო ინფორმაციით შევიტყვეთ, რომ საქართველოს რობოტიკის გუნდმა მექსიკაში გამართულ საერთაშორისო კონკურს First Global-ზე წარმატებით იასპარეზა.

სოფო კევლიშვილმა, ლიკა მიხელაშვილმა და ნიკა გეგეჭკორმა საქართველოს 193 ქვეყანას შორის მესამე ადგილი მოუტანეს.

კონკურსის თემა გა­ნახ­ლე­ბა­დი ენერ­გია იყო, კერ­ძოდ, მზის პა­ნე­ლე­ბი და ქა­რის ტურ­ბი­ნე­ბი, რო­მელ­თა მეშ­ვე­ო­ბით რო­ბო­ტებ­მა ელექტრო­ე­ნერ­გია უნდა გა­მო­ი­მუ­შა­ონ – მონაწილეებს კი ეს უნიკალური რობოტები უნდა აეწყოთ.

რობოტების საერთაშორისო კონკურსი First Global ყოველწლიურად იმართება. საქართველოს ნაკრები კონკურსში წელს მეორედ მონაწილეობდა.

ამ თემაზე ფილოსოფოსი ლევან ღამბაშიძე სოციალურ ქსელში წერს:

„ამერიკული აკადემიის სამმა მოსწავლემ, ლიკა მიხელაშვილმა, სოფო კევლიშვილმა და ნიკა გეგეჩკორმა, მენტორთან, ილია მესტვირიშვილთან ერთად, ააწყვეს რობოტი და გაემგზავრნენ მექსიკაში მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს სახელით საასპარეზოდ. გზაში უკრაინის ავიახაზებმა დაკარგა რობოტი. მექსიკაში ჩასულებმა სხვადასხვა ჯგუფს გამოართვეს ნაწილები, ახალი რობოტი ააწყვეს და მესამე ადგილზე გავიდნენ. ძალიან მაგრები არიან და იმიტომ…

დღეს დილით ჩამოსული ორი მათგანი ბათუმის მატარებელში შემხვდა და პირადად მივულოცე. დანარჩენებს ონლაინ გილოცავთ“ – წერს ღამბაშიძე.

წყარო

ტეგები
მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები