ახალი ამბები

საქართველოს პარლამენტის 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმა

საქართველოს პარლამენტის თავჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, და ევროპასთან ინტერგრაციის კომიტეტის თავჯდომარემ, თამარ ხულორდავამ, დღეს პარლამენტის 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმა წარადგინეს, რომელიც ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების შესრულების პროცესში საპარლამენტო საქმიანობის განსაზღვრა.
სამოქმედო გეგმის წარმოდგენას, რომელიც ევროკავშირისა და გაეროს განვითარების ხელშეწყობით გაიმართა. საქართველოს პარლამენტის წევრები, სამოქალაქო საზოგადოებისა და დიპლომატიური მისიების წარმომადგენლები დაესწრნენ.
„საპარლამენტო საქმიანობა სამი სტრატეგიული მიმართულებით წარიმართება-ევროკავშირთან საკანონმდებლო დაახლოება, ასოცირების შესახებ შეთანხმების შესრულების ზედამხედველობა და საზოგადოების ჩართულობა“-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა, აღნიშნა პარლამენტის გაზრდილი როლი ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების საქმეში.
„ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმება საქართველოს ხელისუფლების ყველა შტოს ამბიციურ და დროში მკაცრად გაწერილ დღის წესრიგს სთავაზობს“-აღნიშნა ლუიზა ვინტონმა.
„ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელება კომპლექსური ამოცანაა, რომელიც ხელისუფლების ყველა შტოს კოორდინირებულ ძალისხმევას მოითხოვს“-განაცხადა თამარ ხულორდავამ.
ევროკავშირთან საკანონმდებლო დაახლოების ფარგლებში საქართველოს კანონმდებლობა უნდა დაახლოვდეს 346 დირექტივასთან, 213 რეგულაციასთან, 57 გადაწყვეტილებასა და 31 რეკომენდაციასთან, რათა შესაბამისობაში მოვიდეს ევროკავშირის სტანდარტებთან. ახალი სამოქმედო გეგმის მიხედვით, 2020 წლის ბოლომდე ამ ვალდებულებათა თითქმის ნახევარი უნდა შესრულდეს.

კომენტარები
მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები