ახალი ამბები

საქართველოს პარლამენტი „დედამიწის საათს“ შეუერთდა

საქართველოს პარლამენტი „დედამიწის საათის” აქციას შეუერთდა, რომლის გარე განათებაც 20:30 საათიდან ერთი საათით გამოირთო.
30 მარტს, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გარემოსდაცვითი თარიღი „დედამიწის საათი“ აღინიშნება. ამ დღესთან დაკავშირებით მილიონობით ადამიანი უარს აცხადებს ერთი საათით ელექტრო ენერგიის გამოყენებაზე.
აღნიშნული აქციის ფარგლებში, სხვადასხვა ქვეყანაში ერთი საათით ირთვება ეკონომიკური, კულტურული თუ სხვა მნიშვნელოვანი შენობების გარე ელექტროგანათება.
ღონისძიების მთავარი მიზანია, კლიმატის ცვლილების შესახებ საზოგადოებისთვის ინფორმირება, გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება, პასუხისმგებლობის გაზრდა, საკუთარი ქცევის შეფასება და გარემოს სასარგებლოდ შეცვლა.
საქართველო, 2009 წლიდან შეუერთდა მასშტაბურ აქციას და სხვადასხვა ღონისძიებების ორგანიზებით აღნიშნავს „დედამიწის საათს“.

კომენტარები
ტეგები
მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები