ახალი ამბებიპოლიტიკა

„საქართველო, როგორც სახელმწიფო, აშკარად აღარ არსებობს “- სერგეი გავრილოვი

რუსეთის დუმის კომუნისტი დეპუტატის სერგეი გავრილოვის თქმით, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეამ დაგმო საქართველოს ხელისუფლების ქმედება, რომელმაც დაუშვა ასამბლესი დროს რადიკალების მიერ პროვოკაციების მოწყობა. ამის შესახებ გავრილოვმა ხუთშაბათს, ფედერალური საბშოს სახემწიფო სუვერენიტეტის დაცვის კომისიის სხდომაზე განაცხადა.

გავრილოვმა ასევე ხაზი გაუსვა იმას, რომ „ არანაირი მობოდიშება რუსეთის და ასამბლეაში შემავალი სხვა დელეგაციების მიმართ, საქართველოს მხრიდან არ ყოფილა.“

გავრილოვის თქმით, ის შეწუხებულია საქართველოს ხელისუფლების უმოქმედობით და მიაჩნია, რომ საქართველო როგორც სახელმწიფო არ არსებობს:

„საქართველო, როგორც სახელმწიფო აშკარად აღარ არსებობს და ის წარმოადგენს სათამაშოს, რომლითაც გარედან მანიპულირებენ.“- განაცხადა გავრილოვმა.

წყარო

მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები