ახალი ამბებიპოლიტიკა

„საქართველო მომავალშიც მუდმივად იდგება ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის დღის წესრიგში“

„ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ სახელმწიფო მდივნის მხრიდან იყო გამოხმაურება საქართველოზე და მან ახსენა საქართველო თავის გამოსვლაში, ვფიქრობ რომ საქართველო მომავალშიც მუდმივად იდგება ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის დღის წესრიგში და ამისთვის ვიყენებთ ყველა შეხვედრას და ყველა ვიზიტს. თავად ის ფაქტი, რომ აშშ-ს დღის წესრიგში საქართველო მუდმივად მოიხსენება არის იმის დასტური, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან აქტიური ურთიერთობა ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან”- განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა სენატში, ამერიკის სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს მოსმენისას, რა დროსაც სახელმწიფო მდივანმა და სენატორებმა ბობ კორკერმა და მარკო რუბიომ სხვა საკითხებთან ერთად საქართველოც ახსენეს.

დავით ზალკალიანის თქმით მას ვაშინგტონში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა ჰქონდა სენატორ კორკერთან, რა დროსაც მან აღუთქვა საქართველოს სრული მხარდაჭერა. „სწორედ ის თავმჯდომარეობდა დღეს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომას და როგორც გუშინ შეხვედრაზე იყო საუბარი, მან დღეს დააყენა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება სენატის მოსმენის დღის წესრიგში“, – განაცხადა ზალკალიანმა.

სენატში აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს მოსმენისას, რომელიც ჰელსინკში გამართულ ამერიკისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრას დაეთმო, სენატორმა ბობ კორკერმა, რომელიც სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს ხელმძღვანელობს, რუსეთის დესტრუქციულ ქმედებებზე საუბრისას საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია ახსენა, საქართველო მაგალითად მოიყვანა ამერიკის სახელმწიფო მდივანმაც, რომელმაც სხდომის მონაწილეებს იმ კონკრეტული ქმედებების შესახებ მოახსენა, რომელსაც აშშ- ში რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებისა და მოკავშირეების დასაცავად იყენებს, მათ შორის საქართველოსთვის „ჯაველინების“ მიწოდება, ამავე საკითხზე საკუთარ გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა ასევე სენატორმა მარკო რუბიომ.

წყარო

ტეგები
მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები