ახალი ამბები

საქართველო და ალბანეთი ერთმანეთში საიდუმლო ინფორმაციას გაცვლიან

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, ვახტანგ გომელაურმა და ალბანეთის საიდუმლო ინფორმაციის უსაფრთხოების დირექტორატის ხელმძღვანელმა, დორიან ტოლამ „საქართველოს მთავრობასა და ალბანეთის რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს შორის საიდუმლო ინფორმაციის გაცვლისა და ორმხრივად დაცვის შესახებ“ შეთანხმებას ხელი მოაწერეს. ინფორმაციას სუსი ავრცელებს.

შეთანხმების ხელმოწერა მიზნად ისახავს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის პროცესში გაცვლილი და შექმნილი საიდუმლო ინფორმაციის ორმხრივად დაცვის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების ჩამოყალიბებას.

სუსის ცნობით, შეიქმნება მყარი სამართლებრივი საფუძველი ორ ქვეყანას შორის საიდუმლო ინფორმაციის გაცვლის კუთხით როგორც უსაფრთხოებისა და სამართალდაცვით, ასევე, საგარეო ურთიერთობებისა და სხვა სფეროებში.

ალბანეთის საიდუმლო ინფორმაციის უსაფრთხოების დირექტორატის დელეგაცია საქართველოში ოფიციალური ვიზიტით არის ჩამოსული.

მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები