ახალი ამბებიმსოფლიო

საფრანგეთი პრეზიდენტ ჟაკ შირაკს ეთხოვება

პარიზში, “ინვალიდების” სახლთან” მრავალათასიანი რიგი დგას. საფრანფგეთის მოქალაქეები პრეზიდენტ ჟაკ შირაკს ეთხოვებიან, რომელიც 26 მაისს, 87 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ცერემონია 15 საათზე (ადგილობრივი დროით – 12 საათზე) დაიწყება. შირაკის ნეშტის “ინვალიდების სახლში” დასვენება თავად განსვენებულის ოჯახმა მოითხოვა.

საფრანგეთის 22-ე პრეზიდენტი ჟაკ რენე შირაკის პოლიტიკური კარიერა 1962 წელს დაიწყო. იგი 1995–2007 წლებში იყო საფრანგეთის პრეზიდენტი, 1977–1995 წლებში – პარიზის მერი, 1974-1976 და 1986-1988 წლებში – საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი.

წყარო

მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები